Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცეცხლში დამწვარი მილიონები

სამწუხარო ინციდენტი მოხდა ავსტრალიის ერთ-ერთ შტატ კვინსლენდში – ძლიერმა ხანძარმა საწარმო Ballandean-ის კუთვნილი, ელიტური ღვინით სავსე საწყობი გაანადგურა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი განზრახ იყო გაჩენილი. “ჩვენი ღვინის მარაგის სულ მცირე 70% იქნა განადგურებული. ვფიქრობთ, რომ ცეცხლის აალება მოხდა საწყობთან მდგარი ტრაქტორიდან. პოლიცია ამოწმებს ამ ვერსიას” – აცხადებს კომპანია  Ballandean-ის დამფუძნებლის შვილიშვილი, რობინ ჰენდერსონი. ინცინდენტის დროს საწყობის ახლომახლო არავინ იმყოფებოდა, ამიტომ არ ყოფილა მსხვერპლი. თუმცა, ხანძარმა ღვინის საწარმოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა – განადგურდა რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ელიტური ღვინო. როგორც პოლიციამ განაცხადა, შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამჟამად მიმდინარეობს ინცინდენტის გამოძიება. საბედნიეროდ, ხანძარს გადაურჩა ღვინის საწარმოო აღჭურვილობა და სათავსო, სადაც შედარებით ახალი ღვინოები ინახებოდა. ასე რომ, საწარმოს შეუძლია შეუფერხებლად გააგრძელოს მუშაობა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული