Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუკუზანი, თბილღვინო, განსაკუთრებული მარაგი, 2008

პირველი, რაც თვალში გეცემათ 2008 წლის მოსავლის მუკუზნის ეტიკეტის ხილვისას, ის არის, რომ კომპანია “თბილღვინომ” შეამცირა თავისი “მუკუზნის” მუხაში დავარგების ვადა. თუკი ადრე 20 თვემდე ძველდებოდა ღვინო მუხის კასრებში, ახლა ეს ვადა 12 თვემდე განისაზღვრა. მემგონი სწორი გადაწყვეტილებაა. შედეგად კი ვიღებთ ძალიან ხანგრძლივი გემოს ღვინოს, სადაც შავი ქლიავის ჯემის ტონები დომინირებს. დამიჯერეთ, ყველაზე საინტერესო ამ ღვინოში სწორედ დაბოლოებაა, რომელიც საინტერესოდ აგრძელებს თავდაპირველ შთაბეჭდილებას, სადაც იებისა და ყავის სურნელი ერწყმოდა ერთმანეთს. დალევამდე კარგი იქნება ღვინის აერაცია ან დეკანტირება.

© ღვინის კლუბი/Weekend



აერაცია და დეკანტირება იქნებ განმარტოთ


აერაცია ნიშნავს ღვინის სუნთქვას, როცა მოხმარების წინ, ერთი ან ნახევარი საათით ადრე გავხსნით ბოთლს და ასე დავტოვებთ. დეკანტირებაც დაახლოებით იგივე პროცედურაა, უბრალოდ ამ შემთხვევაში უკვე სპეციალური ჭურჭელი, დეკანტერი გამოიყენება, რომელშიც ფრთხილად ასხამენ ღვინოს. დეკანტაციას რამდენიმე დანიშნულება აქვს, ძველი ღვინის ლექიდან მოხსნა, ახალი ღვინის მკვახე სურნელების გაქრობად ა სხვ. აი ესაა დეკანტირება: http://wine.appellationamerica.com/images/appellations/features/decanter...


აერაცია არის ღვინის ჰაერით გამდიდრება ,ხოლო დეკანტირება–ლექის მოცილება და მათ საერთო არაფერი აქვთ.


მათ ბევრი რამ აქვთ საერთო, ბატონო წარაფის მაძიებელო. დეკანტირება მხოლოდ ლექის მოცილება არაა, იგი ჰაერით გაჯერებასა და ღვინის სუნთქვასაც აღნიშნავს. ლექიდან დეკანტაცია ძველ ღვინოებს ჭირდებათ + აერაცია. ახალგაზრდა წითელ ღვინოებს კი მხოლოდ აერაციისთვის უტარებენ დეკანტირებას.


ახალგაზრდა წითელ ღვინოებს უტარებენ აერაციას დეკანტერით.ბეისბოლის ბითით შეიძლება ადამიანის ცემა, მაგრამ ადამიანის ცემა ბეისბოლის თამაში არ არის.


თქვენ როგორც გინდათ ისე უწოდეთ, მაგრამ თანამედროვე ენაზე ცნება – დეკანტირება ორივე ოპერაციას მოიცავს, ბოთლიდან ლექის გარეშე ღვინის გადასხმასაც და აერაციასაც. და ორივეს დეკანტირებას უწოდებენ. გთხოვთ ნუღარ დავუბრუნდებით ამ წვრილმანს, ტყუილად ვკარგავთ დროს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული