Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელები ვაშლის ადგილობრივ ჯიშებს ეცნობიან

ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში ბრიტანელებმა ბაღების 2/3 გაანადგურეს და დღეს ვაშლის, მსხლისა და სხვა ხილის ბევრი ადგილობრივი, უნიკალური ჯიში უკვე გადაშენების პირასაა. რაც მთავარია, ადგილობრივი ჯიშის ხილზე მოთხოვნაც აღარ არის. ძალიან ბევრ ახალგაზრდას არც კი გაუსინჯავს ადგილობრივი ჯიშის ხილი, რადგან სუპერმარკეტები მათ იაფფასიან, თუმცა უგემურ ხილს სთავაზობენ, რომელიც ქვეყანაში ახალი ზელანდიიდან, ამერიკიდან და სამხრეთ ევროპიდან შეაქვთ. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, Rivers Nursery Site and Orchard Group-ში გადაწყვიტეს, ახალგაზრდებისა და მოზრდილთათვის მოაწყონ ექსკურსიები. მათ დამთვალიერებლები მიყავთ ბაღებში, ადგილზევე ასინჯებენ ვაშლის, მსხლისა და ქლიავის ადგილობრივ ჯიშებს, უამბობენ მათი სარგებლიანობის შესახებ და ამ ხილით მომზადებული რამდენიმე კერძის რეცეპტსაც უზიარებენ. ამ ექსკურსიებმა ბევრი ბრიტანელი დაარწმუნა, რომ მათი, ადგილობრივი ხილი ბევრად გემრიელია, ვიდრე ჩამოტანილი, თუმცა შეიძლება ის უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს.

ენთუზიასტების წყალობით, უკვე ძალიან ბევრი ბრიტანელი ყიდულობს მხოლოდ ადგილობრივ ხილს, ფერმერებს კი ახალი ბაღების გაშენების მოტივაცია გაუჩნდათ. დღეს უკვე ლონდონშიც კი შეხვდებით პატარა ბაღებს, სადაც ადგილობრივი ჯიშის ხეხილი ხარობს.  

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული