Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელები სასმლის გარეშე ვერ ძლებენ

როგორც ცნობილია, ბრიტანელები ყველაზე მსმელ ხალხადაა აღიარებული და არცთუ უსაფუძვლოდ. ისინი მართლაც ბევრს სვამენ და, რაც მთავარია, არც კი ცდილობენ ალკოჰოლის დოზების შემცირებას - ასეთი სამწუხარო დასკვნა გამოაქვეყნა ამას წინათ ჯანმრთელობის სადზღვევო კომპანია Bupa-მ, რომელიც ბრიტანელთა სასმლისადმი დამოკიდებულებას იკვლევდა. კომპანიის სპეციალისტებმა 12 ქვეყნის 13 ათასზე მეტი მოქალაქე გამოკითხეს. ბრიტანელთა გარდა, კვლევაში მონაწილეობდნენ ავსტრალიის, ჩინეთის, ესპანეთის, მექსიკის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მცხოვრებნი. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეათე ბრიტანელი ერთი დღეც კი ვერ ძლებს სასმლის გარეშე, რაც საერთაშორისო ნორმის საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აჭარბებს. დიდი ბრიტანეთის მცხოვრებთა  სმისკენ მიდრეკილება, გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, 41%-ით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაისმის მოწოდებები ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ, ბრიტანელთა მესამედს აზრადაც არ მოსდის ჩვეულების ღალატი და დოზების შემცირება. ალკოჰოლის მოხმარებისკენ ამგვარი მიდრეკილების მიზეზად ექსპერტები საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს მიიჩნევენ. ბრიტანელთა სოციალურ ცხოვრებაში ალკოჰოლი დიდ როლს ასრულებს, ის უფრო მარტივსა და მსუბუქს ხდის ურთიერთობებს და  ადამიანებს ერთმანეთთან დაახლოებაში ეხმარება. Bupa-ს წარმომადგენელი ლეილა მაკკეი აცხადებს, რომ ცხოვრების ასეთი წესისადმი შემგუებლობა და ალკოჰოლის შემცირების სურვილის არქონა ბრიტანელებში, უბრალოდ, საგანგაშოა. იმის მიუხედავად, თუ რა არის ამის მიზეზი - ინფორმაციის ნაკლებობა ამ მავნე ჩვევის უარყოფითი შედეგების შესახებ თუ ფაქტების უგულებელყოფა, პრობლემის დასაძლევად უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ალკოჰოლიზმი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს, ღვიძლის ციროზს, უძილობას, კიბოსა და დიაბეტსაც კი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საზოგადოებაში დამკვიდრებული ამ მავნე ჩვევის წინააღმდეგ და ალკოჰოლს, როგორც სოციალური ცხოვრების განმსაზღვრელსა და თანამდევს, სხვა ალტერნატივა გამოვუძებნოთ, - აცხადებს ლეილა მაკკეი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული