Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ევროპაში საუკეთესო ღვინოს დააყენებენ

უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ჰოლივუდელი წყვილი – ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი პროვანსში მამულებს ფლობს. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავებმა ხელი მოაწერეს სახელგანთქმულ Chateau de Beaucastel-თან თანამშრომლობის კონტრაქტს. ძალიან დიდი ხანია, ამ მარანს პერენების ოჯახი მართავს – ისინი ხომ საფრანგეთის ღვინის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვარი, რონის ხეობაში კი ყველაზე ცნობილი მეღვინეები არიან. პიტისა და ჯოლის კუთვნილ Château Miraval-საც ახლა პერენებიგაუძღვებიან. მარკ პერენის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეღვინეები ვარსკვლავების კუთვნილ მარანთან 2012 წლიდან თანამშრომლობენ. პიტმა და ჯოლიმ Château Miraval60 მილიონ დოლარად შეიძინეს და მას შემდეგ მამულში დიდი “გარდაქმნები” განახორციელეს. დახელოვნებულ მეღვინეთა ხელში ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის მომტანი გახდება. მარკ პერენმა ჟურნალისტებს ისიც გაუმხილა, თუ კიდევ რის შეცვლას აპირებენ მამულში: უპირველესად, უნდა ჩაატარონ შატოს ნიადაგის დეტალური გეოლოგიური გამოკვლევა და უნდა დარგონ ყურძნის რამდენიმე ახალი ჯიშიც, მაგალითად, Mourvedre. პერენის თქმით, ჯოლისა და პიტს დიდი სურვილი აქვთ, პროვანსის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო სწორედ მათ მამულში დაიწუროს. “ამ წელს თავადაც დაესწრნენ კუპაჟირებას და სურთ, რომ მათ მარანში ბევრი რამ შეცვალონ – დაწყებული დუღილისათვის განკუთვნილი მოწყობილობით, რომელიც ჩვენ უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებით უკვე ჩავანაცვლეთ, დამთავრებული ბოთლის იარლიყით,” – განაცხადა მეღვინემ.

Château Miraval-ის პირველი ღვინო, რომელიც პერენების ოჯახის მეთვალყურეობით დაიწურა, ბაზარზე ამა წლის მარტში გამოჩნდება. პირველად ისინი ვარდისფერ ღვინოს გამოიტანენ, ზაფხულის ბოლოს კი ამ მამულში დაწურულ თეთრ ღვინოსაც წარუდგენენ საზოგადოებას.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული