Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოს ღვინო და ქიმია

ფრანგულმა ლაბორატორია Excell-მა 2009 და 2010 წლების 300 ბორდოს ღვინო შეამოწმა. ლაბორატორიის სპეციალისტები ღვინოში იმ ნივთიერებებს  ეძებდნენ, რომლებიც მევენახეობაში პესტიციდებისა და ფუნგიციდების გამოყენების შედეგად რჩება. რამდენიმე ღვინოში ერთბაშად 9 სხვადასხვა ნივთიერება აღმოჩნდა. მათ შორის ყველაზე ხშირია ფუნგიციდების მოლეკულები, რომლებიც ობის წარმოქმნას უშლის ხელს. შემოწმებულ ღვინოთა მხოლოდ 10%-ში არ აღმოჩნდა იმ ქიმიურ ნივთიერებათა კვალი, რომლებიც ვენახის შესაწამლად გამოიყენება. საფრანგეთში აგრარულად დამუშავებული მიწების მხოლოდ 3% უკავია ვენახებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მევენახეობაში ფიტოსანიტარული პროდუქციის საერთო რაოდენობის 20% გამოიყენება, მათ შორის ფუნგიციდების 80%. ნაციონალურმა პროექტმა, რომელსაც Ecophyto ეწოდება, 2008 წელს წამოაყენა წინადადება, რომელიც 2018 წლისთვის გამოყენებული პესტიციდების 50%-ით შემცირებას ითვალისწინებს, მაგრამ 2012 წლისთვის არანაირი შემცირება არ დაფიქსირებულა. პირიქით კი მოხდა – 2011 წელს ქიმიკატების გამოყენება, წინა წელთან შედარებით, 2,7%-ით გაიზარდა. საგულისხმოა, რომ 2012 წელს საფრანგეთის მთავრობამ აღიარა კავშირი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მუშაკთა პარკინსონის დაავადების სიხშირესა და პესტიციდების გამოყენებას შორის. 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.