Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ბარსელონას” ფორვარდი საკუთარ ღვინოს გამოუშვებს

არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი სპორტის, შოუბიზნესისა და კინოს იმ ვარსკვლავთა სიას დაემატა, რომლებიც საკუთარ ღვინოს აწარმოებენ. საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფორვარდს განზრახული აქვს საზოგადოებას თავისი სასმელი “ლეოს” მარკით წარუდგინოს. ღვინო ფეხბურთელის სამშობლოში – არგენტინაში, კერძოდ, პროვინცია მენდოზაში დამზადდება. ღვინის წარმოება ლეო მესის საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობის პარალელურად მოხდება. სასმლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, სპორტის განვითარებასა და სიღარიბის დაძლევას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ საკუთარი ღვინის წარმოების იდეა არგენტინელს საპატიო საფეხბურთო პრემია “ოქროს ბურთის” რიგით მესამე მინიჭების შემდეგ გაუჩნდა. “ოქროსა” და “ბრილიანტის” ბურთების მფლობელის მიერ ჩამოსხმული ღვინო გაყიდვაში უკვე ამა წლის აპრილში გამოჩნდება. მესის ღვინის ფასი ჯერჯერობით უცნობია.სხვათა შორის, მესი პირველი სპორტსმენი არაა, რომელიც ღვინის წარმოებით დაინტერესდა. გასული წლის ბოლოს ჩვენ ვწერდით NBA-ს ჩინელი კალათბურთელის - იაო მინის შესახებ, რომელმაც სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა თავი ღვინის წარმოებაშიც გამოეცადა. იგივე შეიძლება ითქვას ინიესტას შესახებაც. კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც დიდ სპორტს კარგი ღვინო ამჯობინა, ცნობილი ავსტრიელი ჩოგბურთელი და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი თომას მუსტერია. იანვარში ცნობილი გახდა, რომ თომასმა უკვე დააპატენტა საკუთარი ბრენდი და ღვინის წარმოებას შეუდგა. ჩოგბურთელი აღიარებს, რომ მეღვინეობა საკმაოდ რთული ბიზნესია, რისთვისაც ბევრი შრომა და გამბედაობაა საჭირო.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული