Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბათუმში ოჯახში დამზადებული ღვინის მესამე ფესტივალი ჩატარდა

ფესტივალზე ღვინის 120  ნიმუში იყო წარმოდგენილი, რომელთაც ათი წევრისგან შემდგარი ჟიური სამი დღის განმავლობაში აგემოვნებდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 23 მაისს,  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში შედგა. დიდი წარმატება ხვდა წილად ქედის რაიონის სოფელ ვაიოს მკვიდრ თეიმურაზ გორგილაძეს – მისმა ღვინოებმა ერთდროულად რამდენიმე მედალი დაიმსახურა. საინტერესო და საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თეიმურაზ გორგილაძე თავის ვენახში 30 სხვადასხვა ჯიშის ყურძენს ახარებს. ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით იმართება. როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოში მეღვინეობის განვითარებას. ფესტივალის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

I ადგილი (ოქროს მედალი) - საუკეთესო დასავლური წითელი ღვინო – ჭყონდიდის ეპარქია მარტვილის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი.
I ადგილი (ოქროს მედალი) - საუკეთესო დასავლური თეთრი ღვინო - თეიმურაზ გორგილაძე.
I ადგილი (ოქროს მედალი) - საუკეთესო აღმოსავლური წითელი – ზურაბ თოფურიძე.
I ადგილი (ოქროს მედალი) - საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინო - ირაკლი დევნოზაშვილი.
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) - დასავლური წითელი ღვინო – ნოე ჯიქია.
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) - დასავლური თეთრი ღვინო – თეიმურაზ გორგილაძე.
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) - აღმოსავლური წითელი ღვინო – გოჩა იჩქიტიძე.
II ადგილი – (ვერცხლის მედალი) - აღმოსავლური თეთრი ღვინო – მერაბ ჯაფარიძე.
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) - დასავლური წითელი ღვინო – ირაკლი თავაძე.
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) - დასავლური თეთრი ღვინო – თეიმურაზ გორგილაძე.
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) - აღმოსავლური წითელი ღვინო – ზურაბ თოფურიძე.
III ადგილი – (ბრინჯაოს მედალი) - აღმოსავლური თეთრი ღვინო – ვალერი რჩეულიშვილი.
პრიზი ,,ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორი” - გურამ პაპუნიძე
პრიზი “საუკეთესო დებიუტი” – გიორგი დავითაძე
პრიზი “საუკეთესო ზვრები” - ივერი ბიბილეიშვილი
პრიზი “საუკეთესო მარანი ” - ნოდარ შერვაშიძე
პრიზი ,,ეპარქიის საუკეთესო ღვინო” – ჭყონდიდის ეპარქია მარტვილის სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი
პრიზი “დამწყები მეღვინე” – 10 წლის  დავით ჯაფარიძე
იშვიათი ჯიშის ვაზისაგან დამზადებული ღვინო – ყურძენი “ქისი” – ჯემალ გეგეჭკორი
პრიზი “უხუცესი მონაწილე” – ნოე ჯიქია.
 
 


Zura momolocavs!!! dzalian kargi gvinos aketeb da sul gamartjvebuli yopiliyavi!!


gmadlob giorgi, vyidi am oqros medalosans, 5lari litri, tu vinme dainteresda, mitxari ra, kaberne sovinionia telianis mikrozonidan, chemi venaxidan. zura t.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული