Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აზერბაიჯანული მეღვინეობის პერსპექტივები

აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქვეყანაში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების პერსპექტივები განიხილა. სფეროს წამყვანი საწარმოების ხელმძღვანელებსა და ექსპერტებთან ერთად იმ სახელმწიფო პროგრამაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანში ღვინის წარმოება 2012-2020 წლებში უნდა განვითარდეს. განხილულ იქნა საკითხები ექსპორტისა და შესაძლო ახალი ბაზრების ათვისების შესახებ. მეჩაიეობა, მეღვინეობა და ბამბის წარმოება აზერბაიჯანში განადგურების პირასაა. მაგალითისთვის, ვენახების საერთო ფართობი ქვეყანაში დაახლოებით 15-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზად საზოგადოებრივი გაერთიანება “ეკონომიკური ინიციატივის” ხელმძღვანელი აგაევი ბაზრების დაკარგვას ასახელებს. ‘’საქმე იმაშია, რომ ამ სფეროში გასაღების ბაზრად, უმეტესწილად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იყო გათვალისწინებული. მაგალითად, ყურძნის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანში მოჰყავდათ, გადასამუშავებლად საბჭოთა კავშირის ისეთ ცივ რეგიონებში იგზავნებოდა, სადაც კლიმატური პირობების გამო მევენახეობა უბრალოდ არ არსებობდა”. აგაევი საუბრობს სუბიექტურ მიზეზებზეც - ‘’მიწის რეფორმა აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო, მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში მიწის საკითხით ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში არ იყო შემუშავებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მიწის რეფორმამ კი ძალიან დააგვიანა.”

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.