Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვენახის მორწყვა, ბარვა და თოხნა ადგილების მდებარეობის მიხედულობით


ლ.ე. ჯორჯაძე, მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესობა: ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. 1876.

    ვენახის მორწყვა მდინარე ხევის წყლითა სჯობია, ვიდრე წყაროთი, ფსების ანუ ჭის წყლითა, ამისათვის პირველი რომ ხევის წყალს მოაქვს თან სხვა და სხვა საჭირო ვაზისათვის მინერალის საგნები და ამასთან ხევის წყალი არის სითბო და სიცივეთი ყოველთვის ჰაერის დროების მსგავსათა, ესე იგი მოსარწყველი წყალი უნდა იყოს თბილ დღეებში თბილი და ცივ დღეებში ცივი, რომლის გამო წყაროს წყლები არ ეთანმხების ჰაერსა, ამისათვის ზაფხულში სიცხეში რომ ცივი წყლით მოირწყოს ვენახი, ის ძალიან აზნევს ვაზსა.
    მორწყვა უნდა ვაზსა დილა საღამოსა უმზეოთ, მზიან დღეში კარგი არალის არაფრის მორწყვა. მორწყვა სჯობია ვენახისა უფრო საღამოს დროდგან, ვიდრე გათენებამდის. ხოლოთ ახალ გაზაფხულზედ, როდესაც ჯერ ისევე ცივი ღამეები არის, უკეთუ მაშინ ღამე მორწყამთ ვენახსა, სიცივე ავნებს ძირკვსა, ამისათვის ამ დროებაში ისევე დილითა სჯობია მორწყვა და შემდეგ კი საღამოთი.
    მორწყვასა ყოველი ადგილი არა საჭიროებს, ხშირად მორწყვა უნდა იმ ვენახსა, რომელიც მდებარეობს ხირხატ მჩატე ანუ ქვიან და ქვიშიან ნიადაგზედ, რადგან ამ გვარი ადგილები არის ფატარი და თხელი, არა აქვს სიმტკიცე მიწასა და ამის გამო ჰაერი და სიცხოვლე მზისა მალე უვლის ზემო ნიადაგსა, რომლისაგამო წყალიც, როგორც საჩქაროზედ უვლის იმ გვარ მიწასა, ეგრეთვე მალეცა შრება სიცხისა და ჰაერისაგან, და გოლვის დროსა სიცხოვლე მზისა ვაზის ძირკვამდის ცადის სიფატარისა გამო მიწისა; ამისთვის ამისთანა ადგილის მიწასა, მორწყვა ხშირად უნდა, ბარვა და თოხნა კი არ მოუხდება თუ არ გადაწვენილ პატარა ვაზსა ანუ ჩაყრილ რქასა, ამისათვის რომ დიდ ვაზსა ბალახი ძირზედ ჩრდილს აყენებს და გოლვაში სიცხოვლე ძალიან ვეღარ შეაწუხებს. ხოლო, როდესაც დიდი ბალახი გაიზარდოს, უნდა მოითიბოს და მაშინვე მოირწყოს, რომ ბალახი ისევე მალე ამოვიდეს და მით ჩრდილი ჰქონდეს ვაზის ძირსა. პატარა ნაბარ ვაზსა კი,  სიდაბლისა გამო მისისა, ბალახი დასჩაგრამს, რადგან გადაეფარება ზემოდან ბალახი ვაზის სიმაღლეზედ, ამისათვისა იგი უნდა ითოხნოს, ხოლო რასაკვირველია რომ ამ გვარი ვენახი ერთხელ გაწმენდილი და გატეხილი უნდა იყოს ბარითა, რომ შიგ არ იყოს აჯაგებული და ან დიდი ქვები და შემდეგ შვიდ წელიწადში ერთხელ რომ დაიბაროს ზამთარშია, მეტი არ უნდა და უკეთუ სასუქი ექმნება შეყრილი ბევრი და ხირხატ ადგილათ აღარ იქმნება, მაშინ რასაკვირველია რომ თოხნა ხშირად მოუხდება და ბარვა კი ოთხ-წელიწადში ერთხელ, ხოლო თავთავის დროზედ.
    სადაც ალიზიანი მიწა არის, ესე იგი თიხა მიწიანი ნიადაგი არა თავის ბუნებითის თვისებისაგან, როგორც გვიან ჟივდება წყლისაგან ანუ წვიმისაგან, ისრე გვიანაც შრება. ამისათვის ალიზიანი მიწა რა გაჟივდება და კარგათა წყლისაგან ანუ წვიმისაგან დიდ ხანს შეინახამს სისველეს და ნოტიოსა და მალე არ გაშრება, თუნდა გოლვა დაადგეს იმასა, ვაზსა სიგრილეს და ნოტიოს არ გამოულევს ძირიდგან. ხოლო თიხა მიწიანი ადგილი თუ არ დაიბარა და არ გაითოხნა თავთავის დროზედ ვაზსა გაახმობს, ამისთვის რომ ყინვაში თუ სიცხეში, რამდენიც უფრო გაშრება და გახმება ზემო ნიადაგი თიხა-მიწისა, იმდენად უფრო მაგრდება თან და თან და ღრმათ და უჭირებს ვაზის ძირსა და მიტ ახმობს ვაზსა; და როდესაც ბარით და თოხით აუჩვილებენ ძირსა, იმით ვაზი კეთდება და ვეღარ მოუჭირებს თიხა ვაზსა, ხოლო ბარვა უნდა ზამთარში და თოხნა ზაფხულში.
    თიხა-მიწიან ნიადაგში, სადაც დიდი სიცხეები იცის, იმ ადგილსა ვაზი რაც უფრო ღრმათ დააწვება გადაწვენის დროსა ისა სჯობია, ამისათვის რომ გრილათ იქმნება ვაზის ძირი და თიხასა სიცხე ვერ ჩაატანს, ხოლო რასაკვირველია რომ თუ ქვენიადაგი შავი მიწისა იქმნება, თორემ მარტო თიხა მიწა ვაზს არ ახარებს. ამასთან თუ ბევრი ექმნება ზემო ნიადაგს თიხა მიწა ისიც არალის კარგი, ამისთვის რომ წვიმის წყალსა და ჰაერსა სრულებით აღარ ჩაუშვებს დაბლა ვაზის ძირკვამდის და მით გახმება ვაზები.
    სადაც უწყლო თიხა მიწიანი ნიადაგი არის და ძრიელ ცხელი მდებიარობისა იქ იმისათვის ხარობს ვაზი და არა ხმება, რომ ზამთრის და ზაფხულის დიდი ხანობის ავდრებით და თოვლის წყლითა ძალიან ღრმათ ჟივდება და სველდება დედამიწა; და რადგან თიხამ მალე და ერთბაშათ გაშრობა არ იცის, რომლისაგამო ნოტიოსა დიდ ხანს ინახამს, ამისათვის ის ზემოთა მიწის პირიდამ თან და თან და ცოცოტათა შრება და ქვეშიდამ კი მიწა მთელი ზაფხული ნოტიოს და სიგრილეს აძლევს ვაზს. ხოლო რამდენადაც ზემოთა პირი მიწისა გაშრება, იმდენი იმ მიწის ზემოთა პირი ალიზისა მოუჭირებს ვაზის ძირსა, ამისათვის იმას უნდა მაშინ თოხნა და ძირის აჩვილება და ზამთარში კიდევ ბარვა, რომ ყინვამ ან ქარმა არ მოაჭირებინოს თიხა მიწასა და გაზაფხულისათვის მიწა აშლილი იყოს, რომელც დაბარული უფრო კარგათ და ადვილად გაჟივდება თოვლის წყლისაგან და წვიმებისაგან.
    ამისთანა ფიცხის და თიხა მიწის ადგილის ვენახი ზაფხულში რომ მოირწყოს, ის კარგი არ ეგონოს იმის პატრონსა და სულ გაახმობს ვაზსა, ამისათვის რომ იმასა რადგან ზაფხულში ქვეშიდამაც ნოტიო აქვს და ზემოდამაც, რომ წყალი მოხვდება და გაჟივდება დედა-მიწა, და რადგან არც მალე გაშრება ზემოდამ და ამასთან თიხა მიწა არც ფატარია, რომ ჰაერმა მალე გაუაროს, ამისვის იმასა როდესაც მზის სიცხოვლე მიადგება, ჩახურდება და გაიტყირპება და ის სველი მიწა და ამოალპობს ვაზის ძირს.
    ისევე ვისაც ამგვარი ადგილის მორწყვა უნდა, რომ ზაფხულში კარგათ და გრილათ იყოს ვაზი, იმაში უნდა მიუგდოს მოსარწყავათ წყალი გაზაფხულზედ მაშინ, როდესაც ყინვა აღარ იყოს, ესე იგი თებერვლის გასულს ანუ მარტში და დიდხანს ადინეთ წყალი, რომ მიწა კარგათ და ღრმათ გაჟივდეს შემდეგ გაზაფხულზე, სანამ ძალიან სიცხეები დადგება, იმ მიწის ზემოთა პირი ცოცოტათ შეშრება და სიცხისაგან აღარ ჩახურდება მიწა და მთელი ზაფხული დედა მიწის ძირიდამ კარგი და დიდი სიგრილე ექმნება ვაზის ძირსა.
    ერთი სიტყვით ბუნებისგან ისე არის დაკმაყოფილებული დედა-მიწის ზურგი, რომ სადაც დედა-მიწა წყალსა საჭიროებს, იქ ხევებიც და წყლებიც ბევრია და სადაც დედა-მიწა საჭიროებს წყალსა და თიხა-მიწა არის, იქ არც ბუნებისაგან არის გაჩენილი წყალი და არც მოუხდება იმ ადგილებსა ზაფხულში მორწყვა მეტადრე სიცხეებშია.
ბალტუმ, ესე იგი ჭაობ და ჩოლ ადგილებშია, სადაცა დედა-მიწას ქვეშიდამ წყლები აქვს ან მიწას თუ მოსთხრი და წყალი ამოვა, ის ადგილი თუ ზემოდამ მოირწყო, ის მიწა გაიტყიპება და სრულიად წახდება, ასე რომ სრულიად უნაყოფო შეიქმნება, ვაზსაც გაახმობს და დიდხანსაც ის მიწა არაფრის მოსავალს არ მოიყვანს, რაც უნდა დაითესოს შიგა გარდა ბრინჯისა.
    ქვიშიანი თიხა ნარევი ზემო ნიადაგი, რომელიც იყოს სარწყავი და წყალიცა ჰქონდეს, ის თუ დაბარული და გათოხნილი არის, არ უნდა მორწყოთ ზაფხულში თორემ ის მიწა წახდება და გაიტყირპება, ამისათვის რომ გაფუებული და აჩვილებული თიხა ანუ სხვა მიწა წყალში ჩაიშლება, აზელილივით გახდება, შემდეგ ძრიელ გახმება და გამაგრდება კიდეცა და გაიტყირპება მიწა.
    ამ გვარ ადგილის ვენახი ზაფხულში დაუბარავი ყამირი უნდა მორწყოთ და დაბარული კიდევ გაზაფხულზედ უნდა მოირწყოს, ესე იგი აპირილის გასლვამდე ანუ მაისის ნახევრამდე, სანამ თოხნა დაიწყება ანუ სიცხეები დადგება.
    თუმცა გოლვაში წყლით მორწყვა დიდ შემწეობას აძლევს მიწასა და მცენარესა, მარამა არაოდეს იმისთანა და იმდენს შემწეობას ვერ მისცემს, როგორსაც აძლევს წვიმისა და თოვლის წყალი, ამისათვის რომ წვიმის წყალი სხვა თვისებისა არის და ამასთან, როდესაც ციდამ მოდის წვიმა, იმასა მოაქვს თან ჰაერიდამ სხვა და სხვა სასარგებლო საგნები და განსაკუთრებით ნახშირის სიმჟავის ამმიაკი (углекислый аммияктъ), რომელიც ფრიად საჭირო არის მცენარისა და იმის ფოთლისათვის. ამასთან წვიმის წყალი კარგათ აზავებს მიწაში მყოფს მინერალის ნაწილებსა (дождевая вода хорошо растворяетъ въ почвъ минеральныхъ веществъ), მეტადრე ტალაქვიშის მიწასა, კირსა და ტუტა მარილებსა (кремнозема извъсти и щелочныя соли) და აგრეთვე ცოტაოდენათ აზავებს: ღიპსის მიწასა, ფოსფორსა და საჭმელ მარილსა. ამ მოქმედებითა წვიმის წყალი მიწას აკეთებს და დიდ შემწეობას აძლევს მცენარესა და იმის ფოთოლსა და წყალი კი ხოლოთ ნოტიოს აძლევს მიწასა და სხვა არაფერსა. მაგალითად მცენარის მორწყვაში წყლითა უკეთუ წყალი ფოთოლს დაესხა არ არგებს და უთოვოდ გააყვითლებს და წაახდენს; წვიმის წყალი კი, როდესაც ფოთოლს დაეცემა, აკეთებს, უხდება, აღვიძებს და უფრო ამწვანებს, ამისათვისა რომ სასმელ წყალში ურევია სხვა და სხვა მარილები სასარგებლო დასალევათა და ზოგიერთს წყალში უსარგებლო მარილებიცა არის. წვიმის წყალი კი არის ჰაერისაგან გამოხდილი, არაფერი არ ურევია და იგი არის დაწმენდილი წყალი, რომლისა გამო იგი არის დასალევათა მავნებელი კაცისათვის, მცენარისათვის კი არის სასარგებლო.


პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com



ჩვენი კომპანია გთავაზობთ ვენახის მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მორწყვის ავტომატიზაციას და დისტანციურ მართვას მობილური ტელეფონით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.