Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდი ვენახები ფრანციაში - შედარება კახეთის ვენახებსა და ღვინოსთან

სტატია გამოქვეყნდა: საოჯახო ცნობები [დიდი ვენახები ფრანციაში (საფრანგეთის ქვეყანა), შედარება კახეთის ვენახებსა და ღვინოსთან] // გაზ. „კავკასია“ – ტფ. 1868. №19. – გვ. 8. სტატია იბეჭდება სრულად.

ყურძენს რა რიგათ არგებს გოგირდი. ფრანციაში (საფრანგეთის ქვეყანაა) დიდი ვენახები აქვთ სამხრეთის მხარესა და საუკეთესო ღვინოები იქიდამ მოჰყავთ. როგორც ჩვენ მხარეში კახეთია ღვინის დედა მხარე, ისეც ფრანციაში სამხრეთის ადგილები იმათი კახეთია. დიდი გამართულობა. აქეთ, დიდი ვენახები, ზვრები, მარნები და მთელ დედამიწის ზურგზე ადგილი არ იქნება, რომ იქაური ღვინო არ მიდიოდეს. იქაური ღვინო ჩვენშიაც კი მოდის, მეტადრე შამპანიის ღვინო, შამპანცკის რომ ეძახიან, აი ის ღვინო. ეს შამპანური ღვინო მილიონებს აძლევს იმის მომყვანებსა. იმ ადგილებში უცდიათ გოგირდი შეუყრიათ ზედ ვაზზე და ყურძნის მტევნებზე მანამ ნაცარი არ მოსვლია და ყურძენი უფრო დიდ მარცვლიანი მოსულა და მალეც შემოსულა, ორ კვირაზე მომწიფებულა, ყურძენი არ გაფუჭებულა და ფოთოლიც უფრო გამწვანებულა. ამასთან უცდიათ და მრთელ წაუხდენელ ვაზისთვის დაუყრიათ გოგირდი და უნახავთ, რომ რვა დღეზე ისე შეცვლილა ვაზი, რომ კაცი ვეღარ იცნობდაო. გოგირდს ყვავილის მოსვლის დროსაც ძალიან უშველია და ყვავილი არ გაფუჭებულა, და როგორცა ვთქვით ორი კვირით უფრო ადრე მომწიფებულა, მტევანი და მარცვალი უფრო გაკეთებულა.

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული