Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (2) 21.09.2012

* * *

            22 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცე ქართული ღვინის გამოფენა უმასპინძლებს. ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ ტარდება და მის ფარგლებში ტრადიციულად კონკურსიც გაიმართება, რომელიც საუკეთესო ქართულ ღვინოებს გამოავლენს.

            * * *

            რთველს რაც შეეხება, კვლავ პრობლემად რჩება ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის ჩაბარება.ჰიბრიდებზეარც სახელმწიფო სუბსიდიაა გათვალისწინებული და მას არცერთი ღვინის ქარხანა არ იბარებს.როგორც გლეხებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს,ყურძენი გადამწიფდა და ლპება.რთველის საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი პაატა ჭავჭანიძე ამბობს, რომ ჰიბრიდულ ყურძენს ალბათ მხოლოდ კერძო პირები თუ ჩაიბარებენ. დღევადნელი მდგომარეობით, ამ ჯიშის კიდევ 50 ტონა ყურძენია დასაკრეფი.წლევანდელისგან განსხვავებით, შარშან კახეთში ჰიბრიდული ყურძენი სახელმწიფომ 10–15 თეთრად ჩაიბარა, ზოგიერთ რაიონში ღვინის ქარხნებმა კი 18–20 თეთრიც გადაიხადეს.შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში ფართოდ გავრცელებულმა ჰიბრიდულმა ჯიშებმა ბოლო წლებში სრულიად ამოწურა თავი და სულ მალე მისით გაშენებულ ფართობებს ან სხვა ჯიშები ანდა სრულიად სხვა კულტურები ჩაანაცვლებენ.

             * * *

         კომპანია ხარებას 2009 წლის „მწვანე გვიანი“ და თელავის ღვინის მარნის 2010 წლის "წინანდალი“ Mundus Vini-ს საერთაშორისო კონკურსზე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდნენ. Mundus Vini-ს საერთაშორისო კონკურსი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საერთაშორსო ღონისძიებაა მთელს მსოფლიოში. იგი გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში იმართება. წელს ფესტივალზე, ღვინოებს 46 ქვეყნის წარმომადგენლისგან დაკომპლექტებული 300 კაციანი ჟიური აფასებდა. ჟიურიმ  მსოფლიოს ღვინოები 37 დიდი ოქროს, 805 ოქროსა და 1033 ვერცლის მედლით დააჯილდოვა.

            * * *

            გასულ კვირას ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი ქართული ღვინის კომპანიებსა და უცხო ქვეყნის მასერთიფიცირებელ ორგანოებს შორის ურთიერთობაზე. ეს იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთგვარი პასუხი რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის კიდევ ერთ განცხადებაზე ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ. გამოჩნდა ქართული ღვინის კომპანიების პირველი კომენტარებიც ამის თაობაზე, მაგალითად, თელავის ღვინის მარნის ხელმძღვანელის, ზურაბ რამაზაშვილის აზრით, საკითხის პოლიტიზირების გამო, აღნიშნული ინიციტივა რუსული ემბარგოთი გამოწვეულ პრობლემებს რეალურად ვერ მოაგვარებს და რომ აკრძალვების მოხსნას სხვა სახის პოლიტიკური აქტივობები სჭირდება. ხოლო „ქინძმარაულის მარანი“ აღნიშნულ ინიციატივას მესალმება და მას პროდუქტის ხარისხის გაზრდის კიდევ ერთ გარანტად მიიჩნევს.

            * * *

ახლა ქართული ღვინის ბაზრის სიახლეებსაც გავეცნოთ, ჩვენი გადაცემა ყოველ კვირას წარმოგიდგენთ ხოლმე ადგილობრივ მაღაზიებში გამოჩენილ ახალ პროდუქტს. პირველ რიგში ანთაძეების მარანში კახური, ტრადიციული წესით დაყენებული  მწვანე მინდა გირჩიოთ, 2011 წლის. ღვინო 6 თვე ჭაჭაზე ვარგდებოდა და მას 25% რქაწითელიც ურევია. პირველ რიგში უნაბის, შემდეგ კი ქიშმიშის თბილ და რბილ გემოს იგრძნობთ, ასევე მოხალული გოგრის თესლისა და ტკბილი სუნელების არომატს. ძალზე ხანგრძლივი, თუმცა კი ცოტათი ხისტი დაბოლოება აქვს. ერთი სიტყვით, ეკზოტიკური ღვინოა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან აფართოებს ქვევრის ტრადიციული კახური ღვინის გაგებას. ღვინო ტაბიძის # 15–ში, მაღაზია "ღვინოს ანდეგრაუნდში შეგიძლიათ შეიძინოთ".

სიახლეა შატო მუხრანის კაბერნე სოვინიონიდან დაყენებული Roséძალიან კარგი გარეგნობისაა, ე.წ. ორაგულისფერია, ბევრი სხივითა და თბილი ტონებით. კარგად იგრძნობა მარწყვის მურაბისა და მცირეოდენი დაფნის ტონები. კარგი საზაფხულო ღვინოა, მსუსხავი, ახალი, მსუბუქი, ხალისიანი, ხანგრძლივი დაბოლოებით. საკმაოდ ძლიერი როზეა, რომელიც მოხარშულ ხბოს ხორცთანაც წავა, პაჟტეტებთანაც და ლორით გაწყობილ სალათებთანაც.

კომპანია "ხარებამ" თავის ქვევრის სერიას, "მონასტრის ღვინოებს" 2011 წლის საფერავიც მიუმატა. მოშინდისფრო-ჟოლოსფერი ღვინოა, სურნელში მთელი სისავსით იგრძნობთ წითელი მოცხარის მურაბისა და მწიფე შინდის არომატს. გემოზე საკმაოდ რბილია და დროთა განმავლობაში ალბათ კიდევ უფრო დარბილდება. მდიდრული, საკმაოდ რთული ღვინოა ძალიან ხანგრძლი დაბოლოებით. კარგი მისაყოლებელი იქნება სუნელებით შეკმაზულ სტეიკებთან და ბატკბის მწვადთან.

            * * *

            სამხრეთ აფრიკა დიდ ბრიტანეთს “ღვინის ომით” ემუქრება. სამხრეთ აფრიკის ათასობით მცხოვრები უმუშევარი რჩება იმის გამო, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და, ზოგადად, ევროკავშირში სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსასხმელი ღვინო გადის ექსპორტზე და პრობლემას სწორედ ეს ქმნის. ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი სამხრეთ აფრიკიდან ევროკავშირის ქვეყნებში – ძირითადად კი ბრიტანეთსა და გერმანიაში – დღითიდღე იზრდება. თუ სამხრეთ აფრიკიდან 2006 წელს ევროპაში 40 მილიონი ლიტრი ღვინო გაჰქონდათ, დღეს ეს მაჩვენებელი 50-60 მილიონ ლიტრს აღწევს. იმისათვის, რომ სამხრეთ აფრიკიდან საზღვარგარეთ 10 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდეს, ადგილზე 107 ადამიანის დასაქმებაც საკმარისია.სამხრეთაფრიკელები ადრე შესაფუთ საწარმოებში მუშაობდნენ, ახლა კი უმუშევრები დარჩნენ – აღნიშნავენ  ორგანიზაცია “სამხრეთ აფრიკის ღვინოები”-ს (WoSA)წარმომადგენლები. ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი სხვა პრობლემებსაც იწვევს – გარდა იმისა, რომ ქვეყანაში იზრდება უმუშევართა რაოდენობა, იგი დიდ ზიანს აყენებს სამხრეთაფრიკული ღვინის იმიჯს, რადგან ღვინოს ბრიტანეთში ბოთლებში ჩამოსხმის წინ აზავებენ.მემგონი ძალიან საყურადრებო ინფორმაციაა, განსაკუტრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოც არაერთხელ დამდგარა მსგავსი პრობლემის წინაშე.

            * * *

            Somm Slam-ის ფარგლებში, ცნობილი სომელიეს ფრედ დექსჰაიმერის მოწვევით, ნიუ იორკში ერთმანეთს 12 სომელიე შეეჯიბრება, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული დროის ფარგლებში საკუთარ უნარებს გამოცდიან. შეჯიბრს შოუს ელემენტებიც დაემატება. სომელიების სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, Somm Slam იმითაა საინტერესო, რომ მონაწილეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკული უნარებით ფასდებიან. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს ერთ კვირიან საგზურს სამხრეთ საფრანგეთში, ღვინის რეგიონში – Rhone Valley–ზე, რომელიც Cote Rotie-ის ღვინის წარმოშობის  ფესტივალზე დასწრებასაც მოიცავს.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული