Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქისი, ქართული ვაზის ფონდი, 2016

ბოლო წლის მოსავლის ქისიდანაა ღვინო დაყენებული, ბაკურციხეში, ჭორტაულის ზვარში მოწეული ყურძნიდან. ქვევრის ღვინოა, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებით. საკმაოდ ინტენსიური ქარვისფერია, არომატებში ადვილად იგრძნობთ ქისის ნაცნობ ტონებს – იმერული ზაფრანა, ვაშლის და გარგრის ჩირი, მწიფე ჭერამი. მაღალმჟავიანი, ძლიერი ტანინების ღვინოა საკმაოდ მაღალი ალკოჰოლით (14%).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მეგობრებო დილეტანტი ვარ ამ საკითხებში მაგრმ დაკმაოდ დაინტერესებული, შეიძლება სასაცილოდაც ჟღერდეს ჩემი კითხვა მაგრამ , მაინც, რომელი ჯიშის ყურძნისგან აყენებენ ქისი-ს ?? თეთრი ჯიში როა გასაგებია!! მადლობა დიდი !!


ჯიშს ჰქვია ქისი.


ეს თემა კიდევ საკვლევია და მეცნიერებმა უნდა თქვან თავისი სიტყვა. არსებობს ორი ჯიში ქისი და მაღრანული (სინონიმი - მაღრაანული ქისი). ორი სრულიად განსხვავებული თვისებების ჯიშია. მაგალითად, მიჩნეულია, რომ ქისი არის რქაწითელისა და მწვანე კახურის ბუნებრივი ნაჯვარი, ხოლო მარღანული ქისი - კუმსისა და რქაწითელისა. სრულიად სხვადასხვა ჯიშებია, მაგრამ ღვინის კომპანიები რომელს იყენებენ წარმოებაში, არ არის საბოლოოდ ნაკვლევი და დადგენილი. ქართული ვაზის ფონდის ქისი არის ნამდვილად ქისი.


მეგობრებო ქისის ჯიშის სამი სახეობის არსებობს პირველი ხარისხის, მეორე , და მესამე, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ფოთლით ასევე ყურძნითაც. სუფთა მაღრანულ ჯიშის ქისი კი შეგიძლიათ მოიკითხოთ ახმეტის რაიოის სოფ. მაღრაანში. დაკვირვებით შეარჩიეთ სუფთა ჯიშის ქისი უნდა იყოს თხელი მტევანი მოყვითალო ფერის მოგრძო მარცვალი და მზის სხივის გამტარი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული