Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (1) 14.09.2012

* * *
რთველის შტაბის ხელმღვანელის – პაატა ჭავჭანიძის ინფორმაციით, რთველი კახეთში აქტიურ ფაზაში შედის და მის დასრულებას 10 ოქტომბრამდე ვარაუდობენ. დეტალური ინფორმაცია მან რადიო „ცხელ შოკოლადს“ გაუზიარა:
[„დღევანდელი დილის მდგომარეობით დაახლოებით დაკრეფილია 10 000 ტონა საფერავის და 6500 ტონამდე რქაწითელის ჯიშის ყურძენი და გადამუშავებულია სხვადასხვა ღვინისა კომპანიებსა და მარნებში. მიმდინარეობს და სრულდება დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში – სამთაწყარო, ფირსმანი, საბათლო. ასევე რთველი დასასრულის პირასაა სიღნაღის რაიონის სოფლებში, სადაც მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება–გადამუშავება. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება გურჯაანის რაიონში და ასევე ყვარლის რაიონის ყველა სოფელში. ყურძნის კრეფა ნელ–ნელა იწყება თელავის რაიონში. რამდენიმე სოფელში უკვე დაიკრიფა ყურძენი და გადამისამართდა მარნებში“.]
 
* * *
წვიმიანი ამინდების გამო, რქაწითელში შაქრიანობის დონე არადამაკმაყოფილებელია, რის გამოც ამ ჯიშის ყურძნის კრეფა კახეთში მასობრივად ჯერ არ დაწყებულა. 
ცალკე პრობლემაა სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სეტყვისგან და წვიმისგან განსაკუთრებით ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონის სოფლები დაზიანდა. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, ლაგოდეხში „ბაისუბნის ღვინის ქარხანა“ შეჩერებულია, ველისციხის ქარხანა კი დაზიანებულ ყურძენს ორმოცდაათ თეთრად იბარებს. კახელი გლეხები იმაზეც საუბრობენ, რომ ღვინის ქარხნები მათ ყურძნის ჩაბარებისას საკუთარ პირობებს უყენებენ.
[„საფერავს იბარებენ, მაგრამ რქაწითელზე დაბალი შაქრიანობის გამო უარს ამბობენ. შაქრის გაზომვა მეც კი კარგად მეხერხება, მაგრამ ყველამ არ იცის. გუშინ, ჩვენთან, სახლიკაცის ვენახში რთველი გვქონდა. ყურძენი თბილისში წაიღო და მისი შაქრიანობა 19.6% იყო. მაგრამ, მაგათ თუ 23%–ზე მეტი უნდათ არ ვიცუ. ასე გვეუბნებიან. 19.6%–იან ღვინოს რომ არ ჩაიბარებ, რაღა უნდა ვთქვა, არადა, მაგათ ღვინოებში შაქრის შემცველობა 11.5%–ია და 19%–იანზე ამბობენ, დაბალი შემცველობა აქვსო“,] – აცხადებს გურჯაანის რაიონის მკვიდრი ავთო ყალიბეგაშვილი რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში.
 
* * * 
ყურძენი შედარებით ინტენსიურად კარდენახში, ბაკურციხეში, წნორსა და სიღნაღში იკრიფება. ღვინის ჩამბარებელ პუნქტებშიც ღვინო სწორედ ამ სოფლებიდან შემოდის. ზოგიერთ სოფელში ძალზე მცირე მოსავალია, გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხის მკვიდრის მეგი ალადაშვილის თქმით, ველისციხეში წელს რთველი შეიძლება საერთოდაც არ იყოს. 
წელს, რთველი ოფიციალურად 23 აგვისტოს გაიხსნა და მის დასრულებას კახეთში ათ ოქტომბრამდე ვარაუდობენ. მოსავალის რაოდენობა, წელს წინა წელთან შედარებით 20–30 %–ით ნაკლებია და 100 000 ტონამდე მერყეობს.
 
* * * 
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“  სტიქიით დაზარალებული კახელი გლეხების დახმარების ინიციტივით გამოდის. პროექტი, რომელიც გერმანიის საელჩოს დაფინანსებით, 2012 წლის 15 აგვისტოს თბილისში ამოქმედდა, კახეთის ოთხ სოფელში – ვაზისუბანში, კალაურში, შაშიანსა და ვაჩნაძიანში მხცხოვრები გლეხებისთვის ზარალის შემცირებას ისახავს მიზნად. საელჩომ პროექტისთვის 50 000 ევრო გამოყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები, გლეხებს დაზიანებული პესტიციდებითა და თესლით მოამარაგებენ და ხეხილის ბაღებისა და დაზინებული ნაკვეთების გასუფთავებაში დაეხმარებიან. მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ გლეხებს კი სოფლის მეურნეობის საკითხებში კონსულტაციები ჩაუტარდებათ და სპეციალურ ბროშურებსაც მიიღებენ.
 
* * * 
სტიქიით მიყენებული ზარალი წელს თბილისელ მეღვინეებზეც იმოქმედებს, მათზე, ვინც ყურძენს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ და საკუთარ ღვინოს აყენებენ. წინა წლებთან შედარებით, წელს, დედაქალაქის მაცხოვრებლებს მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, რასაც მეღვინე ზურაბ მღვდლიაშვილი რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბრისას შემდეგი ფაქტორებით ხსნის: 
[„ამ ეტაპზე ყურძენზე არსებულ ფასს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. პირველი, ის არის, რომ წელს, ძალიან დიდი რაოდენობით ყურძენი დაისეტყვა და მოსავალი შედარებით მცირეა. მეორე მიზეზი ის არის, რომ სუბსიდიის რაოდნეობა გაიზარდა. ამის გამო მთელი რთველიც პოლიტიზირებულია და საბოლოო ჯამში ვიღებთ ასეთ სურათს. ჩემი აზრით, წელს, ძალიან ბევრ თბილისელს გაუჭირდება ყურძნის შეძენა და ძალიან  ბევრი უარს იტყვის ყურძენზე. ძირითადად, თბილისში 100–200 კილოგრამ ყურძენს ყიდულობენ. გამორიცხულია, რომ წელს ყურძნის ფასი თბილისში ერთ ლარზე ნაკლები იყოს. ამდენად, ძალიან ბევრი ვერ შეძლებს ამხელა ფასის გადახდას“.]
 
* * * 
თბილისის მერიის ახალი ინიციატივით, კახელ გლეხებს საშუალება მიეცემათ ყურძენი თბილისში  ჩამოიტანონ და დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მოწყობილ საკვირაო ბაზრებში გაყიდონ. კვირა დღის გარდა, გლეხებისთვის ყურძნის გასაყიდად სპეციალური ადგილებიც მოეწყობა. კახელები მნიშვნელოვან შეღავათებს თბილისობის დღესასწაულზეც მიიღებენ.
 
* * * 
ქართული ღვინის „დაგემოვნება“ ახლა უკვე iphone-ის სმარტფონებითაც შეგეძლებათ. ციფრული ტექნიკის ლიდერმა კომპანიამ მომხმარებელს ქართული ღვინის აპლიკაცია შესთავაზა. „შუხმანი“, „ტიბანელი“, „ხარება“, „ბადაგონი“, „ბაგრატიონი“ – ეს იმ ღვინის კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც, მომხმარებელი ამომწურავ ინფორმაციას მობილურ რეჟიმში მიიღებს –  რამდენიმე სახეობის ქართული ღვინის განსაკუთრებული თვისებები, საბაზრო ღირებულება და კომპანიების საკონტაქტო იფორმაცია. ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადატანასა და პოპულარიზაციას კომპანია „გეოგიდი“ უზრუნველყოფს. აპლიკაციის ღირებულება – 0.99 ცენტია.
 
* * * 
უხარისხო „ხვანჭკარის შესახებ ინფორმაცია ნიუ–ჯერსიში მცხოვრებმა ქართველმა ფეისბუქით გაავრცელა. ფოტომასალის მიხედვით, ჩანს, რომ ღვინო მღვრიე–მოყავისფროა და მისთვის არადამახასიათებელი უცნობი წარმოშობის ნალექით ხასიათდება. ფოტოზე არსებული მინაწერის მიხედვით, ღვინის დაბალ ხარისხს ძმრის სუნიც ადასტურებს. ღვინის ბოთლზე არსებული ეტიკეტის საშუალებით ირკვევა, რომ ღვინოს საქართველოში, კომპანია „Grammy Collection” აწარმოებს. უცხოურ ბაზარზე უხარისხო პროდუქციის გამოჩენა ქართველ მეღვინეებში, რომლებსაც ღვინო ექსპორტზე გააქვთ, უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მათი თქმით, მსგავსი შემთხვევები ჩრდილს ზოგადად ქართულ ღვინოებს აყენებს, რაც ექპსპორტის შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.
 
* * * 
საფრანგეთის მემარჯვენე პოლიტიკური პარტია – „ნაციონალური ფრონტის“ წევრები სახელმწიფოს მოუწოდებენ ჩაერიოს და დაიცვას ქვეყნის ეროვნული საგანძური. პოლიტიკოსები ჩინელი მაგნატის მიერ უძველესი ტრადიციების მქონე მარნის, „Chateau de Gevrey-Chambertin” და მის ტერიტორიაზე არსებული ვენახების შესყიდვამ აღაშფოთა. ევრონიუსის ინფორმაციით, ადგილობრივი მეღვინეები გაერთიანებას და ვენახებში ოთხი მილიონი ევროს გადახდას გეგმავდნენ, თუმცა ორმაგი თანხის გადახდის შედეგად, უძველესი ვენახები უცხოელი მაგნატის ხელში გადავიდა. მეღვინეების კავშირის –  “Gevrey – chambertin” -ის თავმჯდომარე მიშელ გუილონი, შესყიდვების სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მეღვინეების ასეთი რეაქცია, სახელმწიფო სიმდიდრეზე დაწესებულმა არაადეკვატუმა და მაღალმა ფასმა განაპირობა და არა ქსენოფობიურმა განწყობამ.
 

© რადიო"ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული