Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ასირტიკო საბერძნეთის კუნძულებს გასცდა

ასირტიკო საბერძნეთში, კუნძულ სანტორინის საკმაოდ გავრცელებულ თეთრ ჯიშებთან შედარებით არც თუ ისე ცნობილი ვაზია, რომელიც, როგორც Financial Times-ზე ვკითხულობთ, გასინჯვის შემდეგ აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს. ღვინოში ციტრუსის არომატებს აღმოაჩენთ და გასაოცარ უნარს იმისას, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს და განვითარდეს ბოთლში. აღსანიშნავია, რომ ვაზის ყვავილობის სეზონები ასირტიკოს სამშობლოში ძალიან ცხელია, მშრალი და ქარიანი.

ასირტოკო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ფარგლებს გასცდა, თუ ადრე მხოლოდ სანტორინზე შეძლებდით მის დაგემოვნებას, თანდათან მისი მოყვანის არეალი გაფართოვდა, ყურძნის რეპუტაციაც მკვეთრად გაიზარდა. ავსტრიელმა მეღვინემ პიტემ ბარიმ Jim Barry Wines-დან 2006 წელს პირველი ასირტიკო გასინჯა, მომავალ წელს ლონდონის ღვინის ბაზარზე სტუმრობის შემდეგ იმდენად დაინტერესდა ამ სახეობით, რომ ეს ჯიში ავსტრალიაში ჩაიტანა. ავსტრალიაში პირველი ასირტიკოს მოსავალი 2016 წელს იყო. მისი თქმით ეს ჯიში სამხრეთ ავსტრალიაში საკმაოდ პერსპექტიულია. ამავე პერიოდში სამხრეთ აფრიკელმა პოპულარულმა მევენახემ როზა კრუგერმა მთელი ევროპა მოიარა, რათა დაედგინა, რომელი ხმელთაშუა ზღვისპირეთის ვაზები ხარობენ ცხელ, მშრალ კლიმატში. როზამ ესპანურ Mencia-თან და Viura-სთან ერთად ასირტიკოც დაგემოვნა. მევენახემ ნიმუშები ნიეტვორბიჯში წაიღო, ეროვნული ვაზის კოლექციაში ხანგრძილი საკარანტინო პროცესის გასავლელად. სამხრეთ აფრიკაში პირველი ასირტიკო იორდანიის ღვინის საწარმომ და Chris and Andrea Mullineux-მა გამოუშვეს. კრისის თმით, ღვინის მოყვარულების მხრიდან საკმაოდ დიდია ინტერესი ასირტიკოს მიმართ: “ის, შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილია ტექსტურითა და არომატებით, რომლებიც ბოთლში დაღვინებისას უფრო და უფრო იხვეწება”. 

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ასირტიკო თანდათან უფრო და უფრო ცნობილი ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მოჰყავთ ეს ჯიში და მეღვინეებიც აღფრთოვანებას არ მალავენ. ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის გარდა ასირტიკო ალდო ადიჯეში, ჩრდილოეთი იტალიაში და ასევე დაფერმუს ღვინის საწარმოშიც გააშენეს კვიპროსში. გასულ წელს პირველი მოსავალი იყო Paicines Vineyard-ში სან-ბენიტოს საგრაფოშიც, სან ფრანცისკოს სამხრეთითა. 

ფრანგი მწარმოებელი, ჩარლზ ფილიპონა აცხადებს, რომ ასირტიკო ყველაზე წარმატებული იმპორტირებული ვაზის ჯიშია: “როცა სექტემბერში საბერძნეთის კულძულებზე რამდენიმე დღე გავატარე, მივხვდი, რომ ასირტიკოსგან ნამდვილად შეიძლება კარგი, ხარისხიანი ცქრიალა ღვინის დაწურვა”. ასირტიკო, როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, ძალიან კარგად უნარჩუნებს ღვინოს მჟავიანობის მაღალ დონეს მაღალალკოჰოლურ ღვინოებშიც კი. გარდა ამისა, ძალიან  საინტერესო კომბინაცია გამოდის BiBlia Choras-ს სოვინიონ ბლანთან. საბერძნეთში გაშენებული თითქმის 2000 ჰა-ზე მეტი ასირტიკოს 60% არის სანტორინსა და ტერასიაზე, ძალიან პატარა ვულკანურ კუნძულზე გაშენებული დასავლეთით. მსოვლიანობა მცირეა ვაზის ასაკის გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ ქარებსა და კირქვის ნიადაგზე. სტატიას სრულად შეგიძლიათ Financial Times-ზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.