Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანონსი, ხვალ: ტრენინგი - მზადება რთველისთვი ვენახსა და მარანში, სამეგრელო

30 აგვისტოს 14:00 საათზე, მარტვილში, ღვინის კლუბი მარან „ტალერის ტერასებში„ (სოფ. ტალერი) ღვინის კლუბი USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ The USAID Economic Security Program ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს - მზადება რთველისთვის - ვენახსა და მარანში.

ტრენინგს გაუძღვებიან, მევენახეობ–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი და მევენახე-მეღვინე იაგო ბიტარიშვილი.

„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით აგრძელებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი გურიასა და სამეგრელოს რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.

ტრენინგი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულების შემდეგ ჯგუფი ესტუმრება ერთ-ერთ ადგილობრივ მწარმოებელს, სადაც ვენახსა და მარანში უშუალოდ გაეცნობა რთველისთვის მზადების დეტალებს.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფია - ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ღვინის მწარმოებლები

დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული