Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანდრეა ბოჩელის ოჯახი სკანდალში გაეხვია

სახელგანთქმული იტალიელი მომღერალი ანდრეა ბოჩელი მრავალმილიონიან აფიორაში გაება. როგორც აღმოჩნდა, თაღლითები მის მამულში წარმოებული ღვინის სახელს იყენებდნენ. ისინი ბოთლებში ერთევროიან სუფრის ღვინოს ასხამდნენ, ჭურჭელს შესაბამის ეტიკეტებს აკრავდნენ და თითო ბოთლს 120 ევროდ ყიდდნენ. პოლიციამ დაახლოებით 30 ათასი ბოთლი ფალსიფიცირებული ღვინო ამოიღო. აღმოჩნდა, რომ თაღლითები მხოლოდ ბოჩელის ღვინოს კი არა, სხვა მეღვინეების ნაწარმსაც აყალბებდნენ. ფალსიფიცირებულ ღვინოს პოლიციამ რამდენიმე ადგილას მიაკვლია – ღვინის ჩამოსხმის ცენტრებში, სუპერმარკეტებში, ღვინის მაღაზიებში და ასევე ტოსკანაში, ლაციოში, უმბრიასა და ლიგურიაში მდებარე ღვინის ქარხნებში. პოლიციელებმა, დაფასოებულის გარდა, ჩამოსასხმელად გამზადებული ღვინის მარაგს და ხარისხის დამადასტურებელ ყალბ სერტიფიკატებსაც მიაკვლია. მართალია, დღეისათვის პოლიციას 6 ეჭვმიტანილი ჰყავს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ბრალდებულთა რიცხვი გაიზრდება.

ბოჩელის ოჯახის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტებისაგან შეიტყვეს. “გარდა იმისა, რომ ამ თაღლითობით დიდი ზარალი მოგვაყენეს და სახელიც შეგვილახეს, შეშფოთებულები ვართ, რომ ჩვენი მუდმივი კლიენტები იმედგაცრუებულნი იქნებიან,” – განაცხადა მომღერლის ძმამ, ალბერტო ბოჩელიმ.

აღსანიშნავია, რომ ბოჩელების მამული ტოსკანას ჩრდილოეთით მდებარეობს და მათ მარანში ღვინო 1730 წლიდან იწურება. დღეისათვის ისინი ყოველწლიურად დაახლოებით 25 ათას ბოთლ სანჯოვეზეს, კაბერნესა და მალვაზიას ასხამენ. საინტერესოა, რომ თავად მომღერალი სწორედ ამ მამულშია დაბადებული.   

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.