Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოქონობა საზანოში

21 მაისს სოფელ საზანოში, მარან-სასტუმრო ,,საზანოს ღვინო"-ს ტერიტორიაზე გაიმართა ღვინის ფესტივალი, ოქონობის დღესასწაულთან დაკავშირებით.

ფესტივალში მონაწილეობა 32-მა მარანმა მიიღო ვანის, ბაღდათის, ზესტაფონის და თერჯოლის რაიონებიდან. წარმოდგენილი იყო იმერული ჯიშებიდან დაყენებული 72 ღვინო. ჟიურიმ საუკეთესო იშვიათი ჯიში, ასევე საუკეთესო ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ციცქა-ცოლიკაური და ოცხანური საფერე გამოავლინა. დეგუსტაცია ბრმად მიმდინარეობდა და ღვინოები მხოლოდ ჯიშების მიხედვით ისინჯებოდა. საუკეთესო ციცქას ნომინაციაში პრიზი  2017 წლის ციცქამ, გურამ გურჯიძეს ღვინომ მიიღო, სოფელი სკანდიდან.  საუკეთესო თეთრად  კი ჟიურიმ 2007 წლის ციცქა გამოაცხადა, მერაბ ბუცხრიკიძის მარნიდან. ნომინაციაში “საუკეთესო წითელი” კი  გაიმარჯვა “აზნაურის” მარნის, ლაშა მოწონელიძის ღვინომ.

ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველ წელს უფრო მეტი მონაწილე ერთვება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, „ოქონობა“ დიდი ტრადიციის გაგრძელებაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული