Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელმა მათრობელა ბოლი გამოიგონა

 
ამერიკის შტატ ტეხასის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ალენ ბროდერიკმა წონაში დაკლების მცდელობისას ერთ უნიკალურ რეცეპტს მიაგნო – როგორ დავამზადოთ ალკოჰოლური ორთქლი. ბატონი ბროდერიკი დიდხანს ცდილობდა ჭარბი წონა მოეშორებინა, მაგრამ სპირტიან სასმელზე, რომელიც ძალიან ბევრ კალორიას შეიცავს, უარი ვერაფრით თქვა. ამასობაში მან ასეთ მეთოდს მიაკვლია – სპირტისაგან მშრალი ყინული დაამზადა, რომლის ორთქლიც ისეთივე მათრობელა აღმოჩნდა, როგორიც თავად სასმელი. სულ მალე ამ აღმოჩენის შესახებ ექიმებმაც გაიგეს და განგაში ატეხეს. “თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშიშია ალკოჰოლის ამ გზით მიღება. სპირტი სისხლის გავლით ძალიან სწრაფად აღწევს ტვინსა და ფილტვებში, რასაც შეიძლება ძალიან ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს. ამ ახალგაზრდის მიგნება ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათოა. ის ნამდვილი შეშლილია!” -  განაცხადა სან-დიეგოს კლინიკა Mission Valley-ის მთავარმა ექიმმა, ლოურენს პოლმა. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული