Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკამ საფრანგეთი ჩამოიტოვა

2013 წელს მსოფლიოში სულ 238,7 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დაილია – 1%-ით ანუ 2,5 მილიონი ჰექტოლიტრით ნაკლები, ვიდრე 2012-ში. ღვინისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ჟან-მარი ორანის თქმით, დალეული ღვინის ზუსტად ნახევარი 5 ქვეყანაზე ნაწილდება – საფრანგეთი, აშშ, გერმანია, იტალია და ჩინეთი. ღვინის გაყიდვების შემოსავალმა კი თანხობრივად 73 მილიარდი ევრო შეადგინა. ბატონი ორანი იმასაც აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია, ამ ბაზრის გლობალიზაცია მიმდინარეობს – პროდუქციის 35% ექსპორტის საშუალებით ვრცელდება, სულ რაღაც 10 წლის წინ კი ღვინის მხოლოდ 25% გადიოდა ექსპორტზე. 2013 წელს საფრანგეთში 28 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო გაიყიდა მაშინ, როცა ამერიკაში გაყიდვებმა 29 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა. ამ მონაცემებით ამერიკამ პირველად ჩამოიტოვა საფრანგეთი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ - ეს ცვლილება მხოლოდ იმის ხარჯზე მოხდა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ფრანგებმა სმას 7%-ით უკლეს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული