Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აკრძალვა ბურგუნდიაში


ბურგუნდიაში, გრან კრუს კატეგორიის პრესტიჟული ვენახების  (La Romanée, La Grande Rue, Romanée-Conti, La Tâche და Clos de Tart) მფლობელებმა კონტროლირებადი დასახელების ნაციონალურ ინსტიტუტს (INAO) მოსავლის მექანიზებული წესით აღების აკრძალვის მოთხოვნით მიმართეს. ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, ამ ვენახების მოსავლის 5%-ის ასაღებად ჯერ კიდევ კომბაინები გამოიყენება, რაც ბურგუნდიელი ღვინის მწარმოებლების რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს. მოსავლის ხელით აღება, რა თქმა უნდა, ბევრად შრომატევადი და ძვირად ღირებული პროცესია, მაგრამ მაღალი ხარისხის ნედლეულის მისაღებად ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ბურგუნდიულ გრან კრუს საბჭოს წევრთა უმეტესობა ყურძნის მექანიზებული კრეფის აკრძალვის წინადადებას მხარს უჭერს, მაგრამ წინააღმდეგობას მაინც აწყდებიან, რადგან კორტონისა და შაბლის რამდენიმე მეურნეობაში რთველისას კვლავ აქტიურად იყენებენ კომბაინებს. პეტიციის ავტორებს იმედი აქვთ, რომ 2014 წლისთვის მექანიზებული კრეფის აკრძალვას გრან კრუს კატეგორიის ყველა ვენახში მიაღწევენ.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.