Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭარბწარმოება ავსტრალიაში

გასული ნახევარი წლის განმავლობაში ავსტრალიაში ჭარბწარმოებასთან დაკავშირებული სიტუაცია კარდინალურად არ შეცვლილა.მწვანე კონტინენტის მეღვინეები კვლავინდებურად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს და ვაზის ამოძირკვას არ ჩქარობენ. ავსტრალიის მეღვინეობის რესტრუქტურიზაციის პროგრამის (Wine Restructuring Action Agenda) ფარგლებში ჯერ კიდევ 2009 წელს იქნა აღნიშნული, რომ დარგის ნორმალურად განვითარებისთვის საჭიროა ვენახების ფართობი ქვეყანაში 20-30 ათასი ჰექტრით შემცირდეს. ავტრალიის მეღვინეთა ფედერაციის ინფორმაციით, ამ რეკომენდაციის შემდეგ ვენახების ფართობი მხოლოდ 14 ათასი ჰექტრით შემცირდა, რაც რეფორმების განხორციელებას აფერხებს. ამ ყველაფერს თან ერთვის გლობალური ფინანსური კრიზისი და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაქვეითება, რაც ბაზრის სამომავლო პერსპექტივებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. Wine Australia-ს მონაცემებით, ვენახების გაჩეხვის პარალელურად, მათი გაშენებაც მიმდინარეობს. უახლოეს წლებში ავსტრალიას, სავარაუდოდ, კიდევ 5 ათას ჰექტარზე გაშენებული ვენახები შეემატება. რაც შეეხება პროდუქციის ექსპორტს, ავსტრალიელ მეღვინეთა მარკეტინგული მიმართულება ამერიკული და ევროპული ბაზრებიდან ახლა უკვე აზიურ ბაზარზეა გადატანილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული