Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Vino Vino Vino - ქართული ღვინო ალტერნატიულ გამოფენაზე

          2-4 აპრილს იტალიის ქალაქ ვერონას მახლობლად ღვინის საერთაშორისო გამოფენა VinoVinoVino გაიმართა, რომელშიც ორი ქართული კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა სულ რაღაც 5 წლისაა, თუმცა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა. იგი ცნობილი იტალიური Vinitaly-ს ალტერნატივაა და მათი ჩატარების თარიღიც სპეციალურად ემთხვევა.  
          VinoVinoVino-ზე პრიორიტეტი ე.წ. ნატურალურ ღვინოებს ენიჭება, ანუ, ღვინოს, რომელიც ბუნებრივი გზით, ყველანაირი ქიმიური დანამატის გარეშე მზადდება. იგი ამიტომაც მიიჩნევა Vinitaly-ს ალტერნატივად. გამოფენა მცირე მეწარმეთა საყვარელი ადგილია, მეღვინეებისა, რომელნიც მცირე რაოდენობის ხარისხიან სასმელს აყენებენ. წინა წლებში მონაწილეები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ, წელს კი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, ძირითადად ევროპელებმა მოიყარეს თავი. მათ შორის იყვნენ: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ავსტრია, შვეიცარია, ხორვატია, სლოვენია... სულ - 150 მწარმოებელი.
           საქართველო "თავად მაყაშვილის მარნითა" და "ჩარდახით" იყო წარმოდგენილი: "თავად მაყაშვილის მარნიდან" იტალიაში 2006 წლის ახოების საფერავი და წარაფების რქაწითელი ჩაიტანეს, "ჩარდახმა" კი სტუმრებს 2005 წლის ჩინური ჯიშის ყურძნისგან დაყენებული თეთრი ღვინო შესთავაზა.  
          ეს ორი კომპანია VinoVinoVino-ზე უკვე მესამე წელია მონაწილეობს და ამ პერიოდის განმავლობაში მათი ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლევანდელ გამოფენაზე ქართული ღვინის წარმატება საკმაოდ დიდი იყო, რაც კონკრეტული შეთავაზებებით გამოიხატა. "მაყაშვილის მარნისა" და "ჩარდახის" ღვინოებთან თანამშრომლობისა და მათი პროდუქციის შეძენის სურვილი გამოფენაზე წარმოდგენილმა თითქმის ყველა წამყვანმა ევროპულმა კომპანიამ გამოთქვა.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული