“თელავის ღვინის მარანი” რთველზე გლეხებისგან მხოლოდ თეთრ ყურძენს, კილოგრამს 35 თეთრად ყიდულობს. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ზურაბ თამაზაშვილმა განაცხადა, შავი ყურძნის შესყიდვა არ სჭირდებათ, რადგან საკმარისი რაოდენობით საკუთარ ვენახში მოჰყავთ. წელს “თელავის მარანი” 2700 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს, აქედან 2000 ტონა საკუთარი ვენახების მოსავალია, გლეხებისგან კი 600 ტონას კახეთში და 100 ტონას რაჭაში შეისყიდის. კომპანიამ დღეისთვის უკვე 1900 ტონა ყურძნის მოსავალი აიღო, მათ შორის 400 ტონა თეთრი რქაწითელი კახეთში. წელს “თელავის მარანი” 2 მილიონი ბოთლი ღვინის დამზადებას გეგმავს და დიდ ნაწილს ექსპორტზე საზღვარგარეთის 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, შვედეთში, უკრაინაში, ამერიკაში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებში გააგზავნის. კომპანია დაახლოებით 70 სახეობის ღვინოს აწარმოებს და მათი ფასი საქართველოს სავაჭრო ქსელში 6–დან 150 ლარამდე მერყეობს.
რადიო “კომერსანტი”
თქვენი კომენტარი