Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თანამედროვე ღვინის ქურდები

ფრანგი მეღვინეები თაღლითების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ - მხოლოდ წელს, ექვსი თვის განმავლობაში, მათ 945 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია დაკარგეს. ორგანიზაცია Wine and Spirits Trade Association (WSTA) და ლონდონის პოლიციის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილება აფრთხილებს მეღვინეებს, რომ მოლაპარაკებებისა და გარიგების დადებისას მეტი ყურადღება გამოიჩინონ. WSTA-ს ინფორმაციით, თაღლითები მეღვინეებს რეალურად არსებული კომპანიების წარმომადგენლებად ეცნობიან, მაგრამ გამოგონილ სახელებსა და ელექტრონულ ფოსტას იყენებენ. ისინი უკავშირდებიან მეწარმეებს, აფორმებენ ხელშეკრულებას პროდუქციის მსხვილი პარტიის მიწოდების თაობაზე, სადაც თანხის გადახდის ვადად 30 დღეა გათვალისწინებული, ხოლო რისკებზე პასუხისმგებლობა დაზღვევას აქვს დაკისრებული. შეკვეთილი პროდუქციის მიღების შემდეგ თაღლითები, რა თქმა უნდა, უკვალოდ ქრებიან. თაღლითების სამიზნეს, ძირითადად, ფრანგი მეღვინეები წარმოადგენენ, რომელებიც ერთ ბოთლ ღვინოს საშუალოდ 14 დოლარად ყიდიან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული