Home
ქართული | English
სექტემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შვედური ღვინოების რევოლუცია: ახალი სიტყვა ღვინის წარმოებაში

შვედეთი არასდროს ყოფილა ცნობილი ღვინის წარმოებით, თუმცა ქვეყნის მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო ახლა ვენახების მზარდ რაოდენობას, მეღვინეებისა და ღვინის მწარმოებლების საინტერესო ცვლილებებს პროგნოზირებენ. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შვედური ღვინო ცვლის წარმოდგენას სკანდინავიური ღვინის შესახებ.

მიუხედავად შვედეთის ცივი კლიმატისა, რომელიც შეიძლება შეუფერებლად გამოიყურებოდეს ვაზის მოსაყვანად, ინოვაციურმა სამეურნეო მეთოდებმა და სიცივისადმი გამძლე ჯიშებზე ყურადღების გამახვილებამ ვენახების აყვავება განაპირობა. სამხრეთ სკონეს სანაპიროდან სორმლანდის თვალწარმტაც ლანდშაფტებამდე, თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი უნიკალური ტერუარი, რომელიც გავლენას ახდენს ღვინის ხასიათსა და არომატზე.

2024 წლის ზაფხულში, შვედური ღვინის მოყვარულების მთავარი ღონისძიება, Swedish Wine Tasting, გახდა სივრცე, სადაც შვედური ღვინოები კონკურენციას უწევდნენ ევროპის საუკეთესო ნიმუშებს. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა სომელიეებმა და ღვინის მწერლებმა 24 ღვინო დააგემოვნეს, აქედან ნახევარი შვედური, ხოლო მეორე ნახევარი - ევროპული. ღვინოები ყურადღებით შეირჩა, რათა სტილითა და ფასით შესაბამისი ყოფილიყო შვედურ ნიმუშებთან.ორ საათიანი ინტენსიური დეგუსტაციის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ შვედურ ღვინოებს საერთაშორისო კონკურენციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა შვედეთის Kullabergs Vingård-მა, რომლის ღვინომ "Immelen" პირველი ადგილი დაიკავა და შთაბეჭდილება მოახდინა ექსპერტებსა და საერთაშორისო ჟიურიზე.

დღეს შვედეთში 100-ზე მეტი ვენახია, მათგან დაახლოებით 40 კომერციულ ღვინოს აწარმოებს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი შვედური ვენახებისა, რომლებიც შეგიძლიათ მოინახულოთ:

  1. Särtshöga Vingård მდებარეობს ვატერნის ტბასთან. ღვინოს ამზადებენ ტრადიციული მეთოდით, ძირითადად Solaris-ის ყურძნის ჯიშიდან. ვენახში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ტერიტორიები, დაესწროთ ღვინის დეგუსტაციებს და ისარგებლოთ ღამის რესტორნითა და საცხოვრებელი ობიექტებით.

  2. Kullabergs Vingård-ის ღვინომ, Immelen, 2024 წლის Swedish Wine Tasting-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო. ვენახი მდებარეობს ნიჰამნსლაგესთან ახლოს და აქ ძირითადად Solaris-ისა და Souvignier Gris ჯიშებს იყენებენ. ვენახში აწარმოებენ პრემიუმ კლასის თეთრ, ვარდისფერ, ნარინჯისფერ ღვინოებს, ასევე მაღალი ხარისხის ალკოჰოლურ სასმელებს.

  3. Ästad Vingård-ი, რომელიც მდებარეობს ჰალანდში, არა მხოლოდ ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს სტუმრებს, არამედ სპა სერვისებსაც, მათ შორის ცხელ და ცივ აბაზანებს, ასევე ადგილზე ნახავთ ორ რესტორანსაც. საცხოვრებელი პირობები მრავალფეროვანია, დაწყებული პირადი სპა-აპარტამენტებით, დასრულებული მყუდრო ხის სახლებით.

  4. Hällåkra Vingård მდებარეობს ანდერსლიოვში და შვედეთის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი ვენახია, რომელიც მოიცავს შვიდ ჰექტარს და აწარმოებს წითელ, თეთრ და სპუმანტურ ღვინოებს.

  5. Vejby Vingård კი გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას ძველი ქართული სტილის ღვინის მარნით. "არქიტექტორი იეპე აპელინი აქცენტს წითელ, ვარდისფერ და ნარინჯისფერ ღვინოებზე აკეთებს, რაც ტრადიციულად თეთრი ღვინის უპირატესობაზე უარის თქმას ნიშნავს" - ვკითხულობთ სტატიაში.

  6. Thora Vingård,  მდებარეობს ბიარეს ნახევარკუნძულზე, გთავაზობთ დეგუსტაციებსა და ტურებს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ხარისხიანი ღვინოები ადგილობრივად მოყვანილი ყურძნის ჯიშებიდან, როგორიცაა Pinot Noir, Chardonnay, Chenin Blanc და Solaris.

შვედური მეღვინეობა სწრაფად ვითარდება, რაც კლიმატის ცვლილებას და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს უკავშირდება. ბოლო წლების განმავლობაში შვედეთში ტემპერატურა გაიზარდა და სასოფლო-სამეურნეო სეზონი გაიხანგრძლივა, რაც მეღვინეებს საშუალებას აძლევს, გააშენონ ვენახები რეგიონებში, რომლებიც ადრე ზედმეტად ცივად ითვლებოდა მეღვინეობისთვის.

ამასთან, შვედეთის მეღვინეები ფართოდ იყენებენ ახალ, დაავადებებისადმი გამძლე ვაზის ჯიშებს, როგორიცაა Solaris, რომელიც 1975 წელს გერმანიაში შეიქმნა და იდეალურია ცივი კლიმატისთვის. ეს ჯიში დიდ როლს ასრულებს შვედური ღვინის ინდუსტრიის ზრდაში და უზრუნველყოფს მეღვინეობას მცენარეთა დამცავი ქიმიკატების მინიმალური გამოყენებით​.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული