Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

საქართველომ წელს პოლონეთში ღვინის ექსპორტი 19 პროცენტით გაზარდა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, — ამის შესახებ tvp world-ზე ვკითხულობთ. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საექსპორტო ბაზარია ქვეყნისთვის.

ანგარიშის თანახმად, 2023 და 2024 წლების პირველი ექვსი თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ღვინის ექსპორტი გაიზარდა 2.67 მილიონი ლიტრიდან 3.18 მილიონ ლიტრამდე.

ექსპორტის ღირებულება 17%-ით გაიზარდა, 2023 წლის პირველ ნახევარში $6.73 მილიონიდან 2024 წლის იმავე პერიოდში $7.85 მილიონამდე,“ — აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს გასულ წელს ღვინო 65 ქვეყანაში ჰქონდა ექსპორტირებული, ხოლო მისი ბიზნესგაფართოების პროცესები ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და აზიის მიმართულებებით გრძელდება: "2013 წელს, ქართული მეღვინეობის „ქვევრი“ იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარეს. ეს არის 8,000 წლის ტრადიცია, რომელიც ღვინის შენახვისთვის თიხის ჭურჭლის, ქვევრის, გამოყენებას მოიცავს." - წერენ სტატიაში. 

სტატიაში აღნიშნავენ ქარვისფერი ღვინის შესახებც: „ბუნებრივი და ე.წ. ქარვის ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენცია სწორედ საქართველოდან იღებს სათავეს, სადაც ქვევრები დუღილისთვის გამოიყენება — თიხის ჭურჭელი, რომელიც მიწაშია ჩაფლული, რათა ტემპერატურა მუდმივი და დაბალი შენარჩუნდეს. პოლონეთში წითელ, ნახევრად ტკბილ ქართულ ღვინოს წლების განმავლობაში ჰყავდა თავისი მოყვარული, თუმცა მშრალი სახეობები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ თაყვანისმცემელს იძენს." სტატიას გაეცნობით TVP World-ზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ამ პოლონეთმა მაინც გვიშველოს, ამოვიდა ყელში ეს რუსეთი და ჩინეთი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული