Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის რევოლუცია: სიახლეები და ტრადიციები

ჯეიმს ლორენსი საქართველოს შესახებ საუბრობს harpers uk-ში და განმარტავს, რომ ქართულ ღვინოს მრავალი საინტერესო შეთავაზება აქვს ბრიტანელი მომხმარებლებისთვის: “XXI საუკუნეში, საქართველოს ღვინის მრავალფეროვანი სტილი ახალი თაობისთვის უკვე ცნობილია. სწორედაც ამ უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულებებით ამ ქვეყანაში აღმოჩნდა, რომ ქართველები ღვინის მწარმოებლებად დაიბადნენ და  ვაზის ჯიშების სხვადასხვა სახეობის გაკულტურებას შეეცადნენ ძველ ნიადაგებზე.” - წერს ავტორი - “ღვინო, შეიძლება ითქვას, მათ სისხლშია."

 „ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს აღმოაჩინონ და შეაფასონ ქართული ღვინოები. ტრადიცია და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას შევქმნათ გამორჩეული ღვინოები, რომლებიც ძალიან მოსწონთ მათ, ვინც სიახლესა და თან განსხვავებულობას ეძებს,“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილი, Tbilvino Wines-ის დამფუძნებელი. “კახეთის კავკასიური მთების ფერდობები და განსხვავებული ტიპის – თიხისა და ქვიშის ნიადაგები – ქმნის ძალიან საინტერესო ღვინოების წინაპირობას” - ვკითხულობთ სტატიაში.

შემდეგ საფერავის შესახებ ვკითხულობთ: “საქართველოს წამყვანი საექსპორტო ღვინო ეჭვგარეშეა, რომ საფერავია. მისი ცოცხალი ტანინები, დაბალანსებული მჟავიანობა და გემური კომპლექსურობა საფერავს თანამედროვე დროის ღვინოდ აქცევს: ძალიან საინტერესო, კარგად დაბალანსებული და უნიკალურუი პროდუქტია, მდიდარი გემოებითა და სიღრმით.” - წერს ავტორი.

ხშირად 'ქართული ყურძნის მეფის' სახელით ცნობილი საფერავი ახლა მთელს მსოფლიოში იცნობა. Instagram-ზე 46,500-ზე მეტი ჰეშთეგი გვიჩვენებს, რომ ჩვენი მიზანია საქართველო და ჩვენი უნიკალური ღვინის წარმოების პროცესესის ცნობადობის აღზრდა ბრიტანეთში. ზოგიერთი ღვინის მწერალი საფერავს ახალ მალბეკადაც კი მიიჩნევს" – ამბობს მარგველაშვილი.

“თბილღვინოს ღვინის საწარმო სტუმრებს საინტერესო საფერავის ღვინოების დიდ არჩევანს სთავაზობს, რაც ქართული ვაზის ჯიშის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინოა საფერავი, რომელიც გამორჩეულია ყურძნის ტიპური ყვავილოვანი არომატებით, მიწის ნოტებითა და წითელი ხილის სურნელით. ქვევრის საფერავიში მომწიფებული ჩირისა და წითელი კენკრის არომატებსაც იგრძობთ.“ - წერს ავტორი.

Tbilvino ბრიტანეთში ყველაზე ექსპორტირებული ქართული ბრენდია, რაც უფრო და უფრო მეტ მყიდველსა და სომელიეს იზიდავს. სტივ დანიელი, Hallgarten & Novum Wines-ის ხელმძღვანელი, ამბობს: „საქართველო, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, ბევრს გვთავაზობს ბრიტანელ ღვინის მომხმარებელს: არის ყურძნის ადგილობრივი სახეობები, ქვეყანას დიდი ისტორიული ისტორია და განსხვავებული ღვინო აქვს”

სარა ებოტი კი ამბობს, რომ ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ახლა: „ჩვენ ახლა ქართული ღვინის გარდამავალ წერტილზე ვართ. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო ძველი მსოფლიო ღვინის ქვეყანა მყიდველებისათვის, რომლებიც დიდ ღვინოებს, უნიკალურ ისტორიასა და კულტურულ თანხვედრას ეძებენ.“

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ეეეჰჰჰ, მარლაც როგორ ესაჭიროება ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას რევოლუცია, რომ ეს ვიგინდარა პარაზიტები გაუშვათ ერთ ადგილზე...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული