Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სექტორი საქართველოში - ზოგადი მიმოხილვა

დღეისათვის საქართველოს ვენახების საერთო ფართობი დაახლოებით 55 ათას ჰექტარს შეადგენს, საიდანაც ვენახების 76,7 % კახეთის რეგიონში მდებარეობს, 14, 6 %- იმერეთში, 4% ქართლში, 1,7 % კი რაჭა-ლეჩხუმში. მევენახეობის დანარჩენ რეგიონებზე კი, აჭარა, მესხეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი, ვენახების საერთო რაოდენობის 3% მოდის. 1980 წელს საქართველოში ყველაზე მეტ ფართობზე იყო გაშენებული ვენახები (111,5 ათასი ჰა), შემდეგ კლება და მკვეთრი ვარდნა იყო 2004 წელს (45 ათასი ჰა), 2023 წლისთვის კი 55 ათასი ჰექტარის ფართობზეა. 

ვენახების ფართობი ვაზის ჯიშების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: ყველაზე დიდი, 35%-იანი წილი რქაწითელს უჭირავს, შემდეგ კი საფერავი მოდის 31%-ით, პოპულარულია ასევე მწვანე კახური, ხიხვი და ქისი. 2022 წელს საქართველოში მთლიანად 192,750,000 ლიტრი ღვინო იწარმოა. 2022 წლის რთველის მონაცემებით კი ქვეყანაში 257 ათასი ტონა ყურძენი  გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 270 მლნ. ლარი შეადგინა. ღვინის მთლიანი წარმოების 95% კახეთის რეგიონიდანაა. ჯიშების მიხედვით კი რქაწითელი საშუალოდ მთლიანი წარმოების 54%-ს შეადგენს, საფერავი 35%-ს, დანარჩენი 11% კი სხვა ყურძნის ჯიშებზეა გადანაწილებული. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2022 წლის ბოლოსთვის სულ 2398 ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო რეგისტრირებული, რომელთაგანაც ექსპორტს 480 ახირციელებს. ქართული ღვინის ექსპორტის 73% წითელი ღვინოა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ექსპორტი კი მთლიანი მოცულობის 31%-ია. საზღვარგარეთ გაგზავნილი ღვინის 47% წითელი ნახევრად ტკბილი/ია, შემდეგ 26%-იანი წილით არის წითელი მშრალი/ნახევრად მშრალი ღვინო. თეთრ ტკბილს ექსპორტის 14% უჭირავს, თეთრ მშრალს კი 10%. დანარჩენი 3% არის ცქრიალა/ქარვისფერი/როზე კატეგორია. 

გასული წლის ექსპორტის მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტი პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე გაიზარდა, ჯამში 15%-ია ექსპორტირებული, აქედან კი ამერიკულ შეერთებულ შტატებში 28%-ით, პოლონეთში - 32%-ით, გერმანიაში 34%-ით, იაპონიაში 68%-ით ხოლო ბალტიის ქვეყნებში 23%-ით. როგორც მონაცემებში ვკითხულობთ, 1 ლიტრი ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასით იაპონია ლიდერობს (5,9 აშშ $), შემდეგ კი აშშ (5,3 $). 

აშშ-ში ყველაზე მეტი პროცენტული წილით ექსპორტზე ქართული წითელი მშრალი/ნახევრად მშრალი ღვინო გადის (30%), შემდეგ არის წითელი ტკბილი 27%-ით, თეთრ მშრალს ექსპორტის 26% უჭირავს, ქარვისფერს კი 9%. აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტს 150 ღვინის მწარმოებელი კომპანია ახორციელებს.

გერმანიაში 1 ლიტრის საშუალო ფასი 3,9 აშშ $-ია. აქ ამერიკაზე უფრო მეტი წილი უჭირავს წითელ მშრალ ან ნახევრად მშრალ ღვინოს (50%). შემდეგ ისევ წითელი ტკბილია, რომელიც ექსპორტიდ 17%-ს შეადგენს, შემდეგ თეთრი მშრალი (14%), ქარვისფერს კი მხოლოდ 3% უჭირავს. 

პოლონეთში საშუალო ფასი 2,2 დოლარია. აქ ექსპორტს 56 ღვინის მწარმოებელი კომპანია ახორციელებს. ყველაზე მეტად პოპულარული აქაც ისევ წითელი მშრალი ღვინოა (37%), შემდეგ წითელი ტკბილი (29%) და თეთრი მშრალი (18%). 

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3,3$-ია. აქ, დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე მეტი წილი თეთრ მშრალ/ნახევრად მშრალ ღვინოს უჭირავს (35%), შემდეგ მოდის წითელი ნახევრად ტკბილი/ტკბილი ღვინის კატეგორია (25%), 24%-ით კი თეთრი ნახევრად ტკბილი/ტკბილია. წითელ მშრალ ღვინოებს მხოლოდ 7% უჭირავს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 3,25 $-ია ჩვენი ექსპორტირებული ღვინის ფასი. აქ ყველაზე დიდი პოპულარობით წითელი მშრალი/ნახევრად მშრალი ღვინო სარგებლობს, რომლის წილიც 52%-ს შეადგენს, შემდეგია ისევ წითელი ნახევრად ტკბილი/ტკბილის კატეგორია 29%-ით, 3-3%-ით კი თეთრი და ქარვისფერი ღვინო თანაბარი რაოდენობით იგზავნება. მთლიანობაში ჩინეთში 90 ღვინის მწარმოებელს გააქვს ღვინოები. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.