თუ ხშირად გსმენიათ ტერმინი „ნატურალური ღვინო“ და გაინტერესებთ, რას ნიშნავს ეს, მაშინ სწორ ადგილას ხართ. ბოლო პერიოდში ნატურალური ღვინო მზარდი პოპულარობით სარგებლობს და სწორედ ამაზე მოგიყვებით დღეს, რის შესახებაც Soirée Wine Bar-ის მენეჯერი გვიამბობს gault & Millau-ზე.
ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ნატურალური ღვინო მზადდება მინიმალური ჩარევით. კონვენციური ღვინოებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ქიმიურ პროცესებსა და დანამატებს, ნატურალური ღვინოების დამზადებისას ცდილობენ, დანამატების გარეშე დაამზადონ ღვინო.
ნატურალური ღვინო იწყება ორგანული მიწათმოქმედებით. ყურძენი მოჰყავთ პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სასუქების გარეშე. ეს ყველაფერი ბუნებასთან მუშაობაზეა დამოკიდებული, რათა შეიქმნას ჯანმრთელი და მრავალფეროვანი გარემო ვაზისთვის. როგორც კი რთველი იწყება, პროცესი გრძელდება მარნაში, მინიმალური ჩარევით:
- ნატურალური ღვინოების დუღილი ჩვეულებრივ მიმდინარეობს იმ ტიპია საფუვრებით, რომლებიც ბუნებრივად არსებობს ვენახსა და მარნაში. ნატურალური მეღვინეები ერიდებიან მჟავების, შაქრების ან გოგირდის დიოქსიდის (SO2) დამატებას, რაც გავრცელებულია ჩვეულებრივი მეღვინეობაში. ზოგჯერ ბოთლებში შეაქვთ მცირე რაოდენობით SO2 ღვინის სტაბილურობისთვის, მაგრამ მრავალი ნატურალური ღვინო სრულიად თავისუფალია დამატებული გოგირდისგან.
ნატურალური ღვინოები ხშირად არ იფილტრება და არ მუშავდება, რის გამოც ღვინო შეიძლება ოდნავ მღვრიე იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ხიბლი და გემოს ნაწილია. მაგალითისთვის, პეტ-ნატი (Pétillant Naturel) არის ბუნებრივი მეთოდით მომზადებული შუშხუნა ღვინო, რომელიც ამ პროცესის დროს ბუნებრივად დუღდება და ქმნის ბუშტულებს.
ზოგიერთ ნატურალურ ღვინოს აყენებენ უჟანგავი ფოლადის ავზებში, თუმცა სხვა მეთოდია ქართული ტრადიციული მეთოდი. ამის შესახებ ავტორი სტატიაში წერს: “ საქართველოში ღვინო დიდ თიხის ჭურჭლებში დუღდება და მიწის ქვეშ, ტემპერატურით ბალანსდება. ეს მეთოდი ღვინოს უნიკალურ გემოსა და თვისებებს ანიჭებს, ხშირად უქმნის კომპლექსურ და საინტერესო ღვინოებს განსაკუთრებულ, მიწისა და მინერალურ ნოტებს”
გემოს მხრივ, ნატურალური ღვინოები შეიძლება საკმაოდ უნიკალური იყოს. მათ ხშირად აქვთ უფრო მკვეთრი და უნიკალური მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს მათ კონვენციური ღვინოებისგან. ეს გაურკვევლობა თითოეულ ბოთლს თავგადასავლად აქცევს. თუმცა, ყველა ხანდახან ნატურალური ღვინოების სტაბილურობის პრობლემებიც იჩენს თავს.
საკითხავია ისიც, რატომ უნდა გაინტერესებდეთ ნატურალური ღვინო. რამდენიმე კარგი მიზეზს სტატიაში ვკითხულობთ:
ეკოლოგიურად სუფთა: უკეთესია გარემოსთვის, მხარს უჭერს მდგრად და ორგანულ მიწათმოქმედებას. ჯანმრთელობისთვის უკეთესი არჩევანი: ნაკლები ქიმიკატებისა და დანამატების გამო, ხშირად ითვლება უფრო სუფთა და ჯანმრთელ ვარიანტად.
ავთენტურობა: ეს ეხება რამეს, რაც სიყვარულითა და ტრადიციით არის შექმნილი. თითოეულ ბოთლს აქვს საკუთარი ისტორია და ეს ისტორია გემოში იგრძნობა.
ახალი არომატებისა და გემოს ხაზი: ნატურალურ ღვინოებში ძალიან საინტერესო არომატებს იპოვით.
ამიტომ, თუ გსურთ, რომ სცადოთ ნატურალური ღვინო, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი