Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შოკოლადის საერთაშორისო დღე თბილისში

11 ივლისს, 14:00 საათზე რესტორან „Tiflis veranda“-ში შოკოლადის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორია ვებ-საიტი www.kveba.ge. ორგანიზატორების მიერ შოკოლადის დღის აღნიშვნას გართობასთან ერთად, სხვა მიზანიც აქვს. ეს არის ჯანსაღი საკვების პოპულარიზაცია და იმ კომპანიების წახალისება, წარმოჩენა, ვინც ჯანსაღ, ხარისხიან, სანდო პროდუქციას აწარმოებს და წარმოადგენს ქართულ ბაზარზე. “შოკოლადის დღეს” მოწვეულ სტუმრებს  შოკოლადის ნაწარმს წარუდგენენ ყველაზე სანდო და ხარისხით გამორჩეული საკონდიტროები. იმისათვის, რომ შეაფასონ და გამოავლინონ საუკეთესოთა შორის საუკეთესო, ტორტები ნომრების მიხედვით განლაგდება, სტუმრებს კი ხმის მიცემის საშუალება ექნებათ. კონკურსში მონაწილეობენ შემდეგი საკონდიტროები:  “ბელა”, “ითი” ”პანეტერია”, ”ჩერი” და კომპანია ”ტკბილი ქვეყანა”.გამარჯვებული გამოვლინდება ორ ნომინაციაში: ”შოკოლადის ტორტის საუკეთესოდ გაფორმება” და ”უგემრიელესი შოკოლადის ტორტი”.
            გამარჯვებულს გადაეცემა50% ფასდაკლების ბარათი www.kveba.geსაიტზე რეკლამის განთავსებისთვის. პრიზებს ასევე გადასცემენ სპონსორები ”ტკბილი ქვეყანა”, ”ბაგრატიონი”, ”გურჯაანის ნაყინი”, ”sandora”,”nemiroff” და „Tiflis veranda”.
შოკოლადის საერთაშორისო დღე ფრანგებმა აღნიშნეს 1995 წელს. სიტყვა "შოკოლადი" კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის - "ჩოკოლატლის" დასახელებიდან მომდინარეობს. არსებობს აზრი, რომ პირველად შოკოლადის კეთება ატცეკებმა ისწავლეს. ისინი შოკოლადს ”ღმერთების საკვებს” უწოდებდნენ. ესპანელები კი, რომლებმაც პირველებმა შეიტანეს შოკოლადი ევროპაში, შოკოლადს ”შავ ოქროს” უწოდებდნენ და იყენებდნენ მას ფიზიკური ძალების და პოტენციის ასამაღლებლად. აცტეკების ენაზე "ჩოკოლი" "სიმწარეს" ნიშნავს, ხოლო "ატლი" - "წყალს", რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.
დღესდღეობით ბევრი სპეციალისტი გვირჩევს ყავის ნაცვლათ შავი შოკოლადის გამოყენებას. ისინი თვლიან, რომ შოკოლადი უფრო სასარგებლოა გულისთვის, ვიდრე წითელი ღვინო, ჩაი ან ვაშლი.
თანამედროვე მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ შოკოლადი შეიცავს ელემენტებს, რომელიც განაპირობებს დასვენების და ფსიქოლოგიური განტვირთვის და ძალების აღდგენის შესაძლებლობას. შავი შოკოლადი ასტიმულირებს ენდორფინების (მას ბედნიერების ჰორმონებს უწოდებენ) გამოყოფას ორგანიზმში, რომლებიც განაპირობებენ განწყობის გაუმჯობესებას, ორგანიზმის ტონუსის ამაღლებას.
 
            © vinoge.com
 
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.