2013 წელს ProWine China პირველად გაიმართება შანხაიში. გამოფენა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენის - ProWine-ს- ორგანიზატორი კომპანია Messe Düsseldorf Group-ისა და სურსათის, სასმელისა და რესტორნების ბიზნესის გამოფენა FHC China-ს ორგანიზატორი კომპანია China International Exhibitions-ის თანამშრომლობიოს შედეგად ჩატარდება. გამოფენები ProWine Chinaდა FHC Chinaერთდროულად გაიმართება და კომპანიები ერთობლივად იმუშავებენ ProWine China -სორგანიზებისთვის. გამოფენა FHC China 1994 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში შანხაიში16-ჯერ, პეკინში კი 8-ჯერ მოეწყო. საექსპოზიციოდ შანხაის ახალი საგამოფენო ცენტრი Shanghai New International Expo Centre (SNIEC) შეირჩა. გამოფენა FHC China -ს პარალელურად, ყოველდღე გაიმართება და გათვლილი იქნება მილიონობით დამთვალიერებელზე, რომელთაც ქვეყნის ყველა რეგიონიდან ელიან. ასე რომ, გამოფენაზე FHC China განყოფილება“Wine & Spirits” კიდევუფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი და დამოუკიდებელ სახელს - ProWine China - შეიძენს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი