Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შამპანი 2012

შამპანურის ფრანგმა მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის მოსავლით კარგ ღვინოს დააყენებენ. მეტიც, მეღვინეების თქმით, ამ წლის ვინტაჟი საუცხოო და გამორჩეული იქნება. გასულ წელს საფრანგეთში ამინდმა მეღვინეებს იმედი გაუცრუა – გაზაფხულის ყინვას გადაბმული წვიმა და სეტყვა მოჰყვა. 2012 წლის მოსავალი მხოლოდ აგვისტოს სიცხემ გადაარჩინა. ამ წელს მეღვინეებმა მცირე მოსავალი აიღეს,  თუმცა მარცვალი საუკეთესო ხარისხის გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ფრანგებს საკმაოდ მწირი მოსავალი ჰქონდათ – ერთ ჰექტარზე საშუალოდ 9 ათასი კილოგრამი ყურძენი დაკრიფეს (ეს კი სხვა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია), სექტემბერში, რთველის დასრულებისა და ყურძნის დაწურვის შემდეგ, სპეციალისტები აღფრთოვანებულნი იყვნენ, რადგან არომატის, ბუნებრივი შაქრიანობისა და მჟავიანობის საუცხოო კონცენტრაცია მიიღეს. Philipponnat–ის სახლის პრეზიდენტი ჩარლზ ფილიპონა და Dom Perignon-ის სახლის ტოპ-მენეჯერი რიშარ ჟოფრუა მიიჩნევენ, რომ 2012 წლის ღვინო ერთ-ერთი გამორჩეული და შესანიშნავი იქნება და მათ ბევრი სხვა სახელგანთქმული მეწარმეც ეთანხმება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.