Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯენსის რობინსონის წუხილი ქართულ ღვინოზე

რამდენიმე დღის წინ Financial Times Magazine-ში ჯენსის რობინსონმა მორიგი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ღვინოებს შეეხებოდა. სტატია მარტში დაგეგმილ ონლაინ ღვინის დეგუსტაციას ეძღვნებოდა, რომელიც FT Weekend Digital Festival-ის ფარგლებში ტარდება და სადაც აღმოსავლეთ ევროპის ღვინოები იქნებიან წარმოდგენილი.

„ბოლო 20 წლის მანძილზე ამ ქვეყნების ვენახებში ნამდვილი რევოლუცია მოხდა და შედეგები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უცხოეთში“, ასე იწყებს წერილს ჯენსის რობინსონი და 80-იანი წლების საბჭოთა მშრალ კანონსაც იხსენებს და მის გავლენას მაშინდელ მევენახეობა-მეღვინეობაზე. მაშინ კანონი არამხოლოდ საბჭოთა კავშირის ღვინის რესპუბლიკებს - მოლდოვას, საქართველოს, უკრაინას და სომხეთს  შეეხო მტკივნეულად, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებსაც - უნგრეთს, ბულგარეთსა და რუმინეთს. სხვათა შორის, ბულგარეთი ინგლისელებს კარგად ახსოვთ 80-იანი წლების დასაწყისიდან. ბულგარული იაფიანი კაბერნე სოვინიონი ძალზე პოპულარული იყო დიდ ბრიტანეთში და მათ იმ წლების რომანებშიც კი ვხვდებით.

შემდეგ ჯენსის რობინსონი ახსენებს სომხურ ღვინოს, რომელიც გასულ წელს თავისი ერთ-ერთი ონლაინ-დეგუსტაციისთვის შეარჩია. Armenia Wine Company-ს არენი ნუარისა და კარმრაიუტის ბლენდი (2016), £10-ზე ნაკლებ კატეგორიაში. სწორედ ამ ღვინით მიაგნო მან შროპშირელ ღვინით მოვაჭრებს, Tanners, რომელთაც კიდევ სხვა სომხური ღვინოებიც უნდა მოეწოდებინათ მისთვის, მაგრამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ მოახერხეს, ამიტომ იგი იძულებული გამხდარა იმ ღვინოებით დაკმაყოფილებულიყო, რომლებიც ლონდონში მოიძიებოდა.

2 სომხური ღვინის გარდა ჯენსის რობინსონი მის მიერ არჩეულ სხვა ღვინოებსაც ჩამოთვლის რუმინეთიდან, სლოვაკიიდან, ჩეხეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სლოვენიიდან, ხორვატიიდან და ბოლოს დასძენს, რომ ძალიან წუხს, რომ ქართული ღვინოები ვერ მოხვდა მის ჩამონათვალში, ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში „ყველაზე ძლიერი ღვინის კულტურა აქვს“. იგი ხაზს უსვამს, რომ რამდენიმეჯერ სცადა საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა უშედეგოდ, და იმედოვნებს, რომ ერთხელაც ჩამოვა და დეტალურად დაწერს ქართული ღვინის შესახებ, ისე, როგორც ამ მდიდარ ღვინის კულტურას ეკადრება. იგი ბოდიშს იხდის, რომ ასე ცოტა ქართული ღვინო აქვს გასინჯული და იქვე დასძენს, რომ საყვედურს მიიღებს პოლონელებისგანაც (სადაც ასევე ყვავის მევენახობა-მეღვინეობა კლიმატური ცვლილებების გამო), უკრაინელებისგანაც და გარდა ამისა მონტენეგროელი, ალბანელი, ბოსნია-ჰერცეგოვინელი, სერბი, კოსოვოელი და რუსი მეღვინეებისგანაც. ეგ კიარა, ცოტა ნის წინ აზერბაიჯანლებმაც კი შემომთავაზეს თავიანთი ღვინოების გასინჯვაო, აღნიშნავს ჯენსის რობინსონი.

ბოლოს სინანულს ავტორი კომპლიმენტით ცვლის და ისევ რევოლუციურ ძვრებზე და შთამბეჭდავ ახალ ღვინოებზე საუბრით ასრულებს სტატიას, ქართველ მკითხველს კი ორ შეკითხვას გვიტოვებს. რატომ ვერ მოახერხა ამდენი ხნის მანძილზე საქართველოში ჩამოსვლა ჯენსის რობინსონმა და რატომ ვერ მოხვდა ვერც ერთი ქართული ღვინო მის სადეგუსტაციო ჩამონათვალში, ბრიტანული ბაზარი ხომ საკმაოდ გაჯერებულია უკვე ქართული ღვინოებით?!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



პატრონს უბედურს...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.