Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო და ლუდი შოკოლადის მოყვარულთათვის

Chocolate Shop-მა შოკოლადის მოყვარულებს სიურპრიზი მოუმზადა და “შოკოლადის ღვინო” გამოუშვა. ეს საუცხოო სასმელი წითელი ღვინისა და შავი შოკოლადის ნაზავია. ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ ორიგინალურ სასმელს შოთხვის (უცნობელას) სურნელი და კაკაოსა და ვანილის მსუბუქი არომატი დაჰკრავს. D&D Wines International-ის დირექტორის ლუსიდა ჯონსის თქმით, “წითელი ღვინო და შავი შოკოლადი ერთმანეთს იდეალურად ეხამება, ამიტომ ეს სასმელი ყველაზე მეტად სწორედ შოკოლადის მოყვარულებს მოეწონებათ.” ახალი პროდუქტის შემქმნელები სასმლის მიღების წესებსაც გვკარნახობენ – ის შეგვიძლია მივირთვათ ცალკე ან ფორთოხლის წვენთან ერთად, ან სულაც ყინულით დავაგემოვნოთ. ხოლო ვისაც კოქტეილები ხიბლავს, მათთვის ავტორებმა სასმელს შოკოლადის ღვინისაგან მომზადებული კოქტეილების რეცეპტებიც კი მოაყოლეს.

 ამერიკელების მსგავსად, შოკოლადიანი სასმელი ავსტრიელებმაც დაამზადეს - ზალცბურგის ლუდსახარშ Stiegl-ში უცნაური ლუდი Männerschokolade მოხარშეს, რომლის სახელიც ასე ითარგმნება: “შოკოლადი მამაკაცებისათვის”. ლუდის გასინჯვისთანავე იგრძნობთ განსხვავებულ გემოს, რომელსაც მწარე შოკოლადის არომატი დაჰყვება. ავტორების თქმით, შოკოლადის ლუდს ძალიან უხდება ყველი და შემწვარი ხორცი, ასევე ვანილიანი, თხილიანი და შოკოლადიანი დესერტები.

მელუდეებს ასეთი პროდუქტის შემქნის იდეა შოტლანდიაში მოგზაურობისას გაუჩნდათ: შოტლანდიელი ქალბატონები დროს შინ, ცხელი შოკოლადის წრუპვაში ატარებენ, მათი მეორე ნახევრები კი პაბებში ლუდს აგემოვნებენ.

შოკოლადის ლუდის პირველი პარტია შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს და მაღაზიებში მხოლოდ 4 მარტიდან გაიყიდება. მანამდე კი, თუ ვინმეს ამ უცნაური სასმლის გასინჯვა მოესურვება, შეუძლია ავსტრიის ნებისმიერ ბარსა და რესტორანში მოიკითხოს - 0,75 ლიტრიანი ბოთლი 6,90 ევრო ღირს. 

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული