Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო და ციფრები

დღეისათვის შამპანში შამპანურის 349 სახლი არსებობს და მათი საერთო წლიური შემოსავალი 4,4 მილიარდ ევროს აღწევს.   

ღვინოების 80%, როგორც წესი, ბაზარზე გამოტანიდან პირველ 2 წელიწადში იყიდება. მსოფლიოში წარმოებულ ღვინოთა უმრავლესობა ისეთია, რომ ახალგაზრდავე უნდა დაილიოს.

1 სტანდარტული ბოთლი (0,75 ლ) ღვინის დასაყენებლად დაახლოებით 1,3 კგ ყურძენია საჭირო. 1 ტონა ყურძნისაგან კი 60 ყუთი ანუ 720 სტანდარტული ბოთლი ღვინო დგება. ხოლო თუ მარცვლებს დავითვლით, ერთი ბოთლი ღვინისათვის ყურძნის 600 მარცვალი დაგვჭირდება.

2000 ლიტრ ღვინოს (2019,79 ლ) იტევს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბოთლი, რომლის სიმაღლეც 3,8 მეტრს, ხოლო დიამეტრი - 1 მეტრს აღწევს. ღვინო კი კუპაჟურია – პინო ნუარისა და დორნფელდერის ნაზავი.

XVI საუკუნის ევროპაში ერთი ადამიანი წელიწადში დაახლოებით 200 ლიტრ ღვინოს სვამდა. დღეს კი ევროპელები ზუსტად ოთხჯერ ნაკლებს მიირთმევენ, ვიდრე მათი წინაპრები.

მსოფლიოში 10 ათასი სახეობის (ველური და გაკულტურებული) ყურძნის ჯიში არსებობს და უკვე რამდენიმე წელია ეს ციფრი არ შეცვლილა.

ერთი ბოკალი (175 მლ) მშრალი თეთრი და წითელი ღვინო 115 კალორიას შეიცავს. ნახევრადტკბილ და ტკბილ ღვინოებში კი უფრო მეტი კალორიაა.  

ესპანეთში, ისეთ მშრალ და ცხელ რეიონში, როგორიცაა Ribera del Duero, ვაზის ფესვი ნიადაგში 6 მეტრის სიღრმემდე ჩადის.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.