Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხვრის ხორცი რძეში


საჭირო მასალა: 1,5-1,7 კგ ცხვრის ხორცი, 6 ს.კ. ზეთი, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, 10-12 თავი პატარა ზომის ხახვი, 8 კბილი ნიორი, 1 ლ რძე, 6 ცალი დაფნის ფოთოლი, 2-3 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ღერი დარიჩინი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცის ნაჭრებს წავუსვათ მარილი და პილპილი. ხორცი მოვათავსოთ ზეთდასხმულ ტაფაზე და ყველა მხრიდან კარგად შევბრაწოთ. თასში მოვათავსოთ დაფნის ფოთლები, წიწაკა, დარიჩინი და ლიმონის წვენი. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და რძე. ფორმაში მოვათავსოთ ხორცის ნაჭრები, მოვასხათ მომზადებული ინგრედიენტები და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით შევდგათ. შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ 160 გრადუსამდე და 2 საათის განმავლობაში შევწვათ. ხანდახან ხორცი გამოვიღოთ და რძე ვასხათ, რომ არ მიიწვას. ბოლოს, შემწვარი ხორცი ამოვიღოთ ფორმიდან, დანარჩენი ინგრედიენტები, დაფნის ფოთლების გარდა, ავთქვიფოთ ბლენდერში ცოტა ცხელ წყალთან ერთად და დაჭრილ ხორცს მოვასხათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული