Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

OIV-ის სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევარებისთვის

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) მოკლევადიანი (6-11 თვე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო კონკურსს აცხადებს. სამეცნიერო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის აქტუალურ სტრატეგიულ სამოქმედო გეგმებს და განხორციელდეს იმ სფეროებში, რომელთაც აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობა დაფარავს (იხ. 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმა). 

კონკურსის ასაკობრივი ლიმიტია 40 წელი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესამამის სფეროებში, აქვთ მაგისტრის (ან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი და გეგმავენ ამ მიმართულებით კვლევების განვითარებას. კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც აპირებენ კვლევების გაღრმავებას სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში. 

2015 წლის მოკლევადიანი გრანტების თემატიკა:

მევენახეობა:

-    კვლევები ღვინის სექტორში სხვადასხვა რესურსებისა და წყლის ბალანსის შესახებ;
-    ძირითადი დაავადებები;
-    ღვინის პროდუქტების მართვა და გამოყენება;
-    კლიმატის ცვლილებები და ვენახების მართვა ყურძნის შაქრიანობის კონტროლირების მიზნით. 

ენოლოგია:

-    ნანოტექნოლოგია ღვინის წარმოებაში;
-    ახალი ალტერნატიული პროდუქტები ღვინის სტაბილიზაციისა და შენარჩუნებისთვის;
-    ენოლოგიური ტანინები: ღვინის შაბლონები, ამოცანები და თანმიმდევრობანი;

ეკონომიკა

-    სტანდარტებისა და კერძო სტანდარტების როლი სუფრის ყურძნის ორგანიზაციის პროცესში; 

-    „ჯანდაცვითი და კვებითი“ ეტიკეტირება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა; შეფუთვის პოლიტიკის ეფექტურობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით; ეტიკეტის კითხვადობა მომხმარებლის მიერ;
-   პროდუქციის ფასების ანალიზი  ღვინის სექტორში. 

უსაფრთხოება და ჯანდაცვა

-    ღვინის მოხმარების ეფექტები დეგენერაციულ დაავადებებთან მიმართებით;
-    მომხმარებლის ქცევითი ცვლილებები. 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 9 სექტემბერი.

დეტალური ინფორმაცია მოკლევადიანი გრანტების შესახებ იხ. OIV-ის ოფიციალურ ვებგვერდზე
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.  

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.