Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ვირტუალური სკოლა

2011 წლის 13 მაისს ამოქმედდა ლატვიური კომპანია Liviko –სა და პროფესიონალ სომელიე აიგარ ლუკსტინშის ერთობლივი პროექტი ,,ღვინის სკოლა Nautimus“. ონლაინ სკოლის მიზანია, მომხმარებელს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ღვინოსა და, საერთოდ, ღვინის კულტურაზე. ვირტუალური სკოლა ნებისმიერ მსურველს ელის საიტზე Nautimus.lv,სადაც თქვენ მოგითხრობენ ღვინის ისტორიის, წარმოების თავისებურებებისა და საიდუმლოებების შესახებ. გარდა ამისა, საიტზე არის ვიდეოგაკვეთილები იმის შესახებ, თუ როგორ გავხსნათ ღვინის ბოთლი, როგორ ჩამოვასხათ ან შევინახოთ.

,,ეს პროექტი ღვინის დამწყები მოყვარულებისა და დამფასებლებისთვის შეიქმნა. ჩვენ გვინდა, დაინტერესებულ ადამიანებს მარტივად, ძალისხმევისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე, ვიდეოგაკვეთილების ან სტატიების საშუალებით ავუხსნათ ყველა ის ნიუანსი თუ დეტალი, რაც ღვინოს ეხება. ღვინო დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე სასმელია, თუმცა ლატვიაში მისი კულტურა არ არსებობს. ბოლო დროს ამ კეთილშობილი სასმლის მიმართ ინტერესი მეტად გაიზარდა, სწორედ ამან გვიბიძგა ასეთი შემეცნებითი საიტის გაკეთებისკენ,” – განაცხადა ონლაინ სკოლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა იგორ დობროვოლსკიმ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.