Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის საცობებისაგან შექმნილი ქანდაკება

კალიფორნიელი წყვილი სამი წელი მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ ორიგინალი ზომის მარტორქის ფიგურა შეექმნა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წყვილმა მარტორქა ღვინის საცობებისგან ააწყო, საცობები კი ერთმანეთზე სამშენებლო ქაფით მიაწება. ჯიმ ლამბერტმა არტ-ობიექტი იმ საცობებისაგან შექმნა, რომელსაც 20 წლის განმავლობაში აგროვებდა. 
მიუხედავად იმისა, რომ მოქანდაკეებმა საცობები ქანდაკების მხოლოდ ზედა ფენად გამოიყენეს ანუ ჩონჩხს ზემოდან დააწებეს, მასალა მაინც არ ეყოთ. სწორედ ამიტომ, წყვილის მეგობრებმა და ნათესავებმა – სულ 83 ადამიანმა, თავი ამ იდეის მხარდამჭერად გამოაცხადა და სამი წლის განმავლობაში დაუზარლად ეზიდებოდა სამშენებლო მასალას. თავდაპირველად წყვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, საცობებისაგან ჟირაფი აეწყო, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ 10 მეტრის სიმაღლეზე უნდა ემუშავათ, საკუთარი ნებით თქვეს უარი ამ იდეის განხორციელებაზე. 
ქანდაკების დასრულებისთანავე ავტორებმა ის კონკურსზე გაიტანეს, რომლის საპრიზო ფონდიც 200 ათას დოლარს შეადგენს. თუ საცობების მარტორქა კონკურსში ვერ გაიმარჯვებს, მაშინ მფლობელები მას გაყიდიან და შემოსულ თანხას მარტორქათა დაცვის ფონდში გადარიცხავენ. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული