Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის პირველი ფესტივალი უკრაინაში

უკრაინის დედაქალაქ კიევში, საგამოფენო ცენტრ ,,კიევექსპოპლაზაში” საზეიმოდ გაიხსნა ღვინის პირველი ფესტივალი Wine Fest. ფესტივალის გახსნას უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და გერმანიის საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. უკრაინისა და კიდევ შვიდი ქვეყნის ორმოცდაათმა საუკეთესო მეღვინემ ფესტივალზე საუკეთესო პროდუქცია წარმოადგინა, რომელთა დეგუსტაციაც ნებისმიერ სტუმარს შეეძლო. დეგუსტაციის გარდა ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ბარმენ-შოუ, მსოფლიოს ცნობილი მზარეულების მასტერ-კლასები, მუსიკალური და თეატრალური პერფორმანსები, კინოჩვენება, გათამაშდა უამრავი პრიზი. ფესტივალის პირველივე დღე რეკორდით აღინიშნა - დამზადდა უკრაინის ყველაზე დიდი ღვინის ეტიკეტი, რომელიც რეკორდების ადგილობრივ წიგნში შევიდა. მეორე დღეს კი უკრაინული შამპანურით გაავსეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბოკალი, რომელიც რეკორდების არა ადგილობრივ, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის გამოცემაში - გინესების წიგნში შევიდა. ბოკალი 2009 წლის ჩამოსხმის “ზოლოტაია ბალკას”-ს მარკის 55 ლიტრი (75 ბოთლი) შამპანურით გაავსეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული