Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კომპანიები ჯუღელის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებენ

“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ბიზნესმენი ბესო ჯუღელი, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს. 

მისი შეფასებით, “დღევანდელი მთავრობა საბავშვო ბაღია, რომელსაც არავითარი ჭკუა არ ეკითხება. სჯობს, ხელისუფლება საერთოდ არ იყოს, ხალხი უკეთესად იცხოვრებდა.“
ჯუღელი აცხადებს, რომ დღეს ქართულ ეკონომიკაში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცდომებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაემატა. 
“უმუშევრობამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. თავის დროზე არასწორად წავიყვანეთ ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკაში პრიორიტეტულ დარგებს არ მივხედეთ, მეფუტკრეობა ნოლზეა, ასევე, ცუდ მდგომარეობაშია მეციტრუსეობა, ქართული ჩაი აღარ არსებობს, ფერმერებისთვის ხელშეწყობა აღარაა. საქართველოში მეფის რუსეთის დროს იმდენი ხორბალი მოჰყავდათ, რომ მისი ექსპორტი ხდებოდა. მეხორბლეობის დარგის განადგურება არასწორი სახელმწიოფო პოლიტიკის ბრალია. საჭიროა პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება იმისთვის, რომ დარგი ფეხზე დავაყენოთ. საჭიროა, სუბსიდიები, თავსაც შეინახავს და სხვასაც გამოადგება. საქართველოში გადამამუშავებელი ქარხნები გაჩერდა. ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფა გარდაუვალია, თუ დროზე არ ვიფიქრეთ გამოსავალზე.“ – ამბობს ბესო ჯუღელი.
იგი ასევე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი დაიკარგა, ქართული ღვინო აღარ იყიდება. “უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქართული ღვინო არ არის იმ ღვინის შესატყვისი, როგორიც იტალიური და ფრანგული ღვინოებია. ჩვენი ღვინო ძალიან მალე ძველდება“, - ამტკიცებს ჯუღელი.  
ნაცმოძრაობის ყოფილი სახე მიიჩნევს, რომ საჭიროა, ტექნოლოგიების შემუშავება, რომ ქართული ღვინო კონკურენტუნარიანი გახდეს. იგი დარწმუნებულია, რომ იმით, რაც ღვინის დამუშავებაში იხარჯება, სჯობს ქვეყანაში გადასამუშავებელი მრეწველობა ამუშავდეს.
რადიო “ კომერსანტი“ ღვინის ქართულ კომპანიებსაც დაუკავშირდა, რომლებიც მოსაზრებას ქართული დაბალი კონკურენტუნარიანობის შესახებ კატეგორიულად არ იზიარებენ. როგორც “თბილღვინოდან“ გვაცნობეს, რუსეთმა ქართული ღვინო თავის ბაზარზე პოლიტიკური მიზნების გამო აკრძალა, თუმცა დღეს “თბილღვინოს“ ღვინოები მსოფლიოს 20–მდე ქვეყანაში იყიდება, მათ შორის 5–6 კი ევროკავშირის წევრია და ამ ქვეყნებში ღვინის ხარისხზე ბევრად მკაცრი კონტროლია.
საქართველოს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტში“ კი ჯუღელის განცხადებაზე კომენტარებს საერთოდ არ აკეთებენ. როგორც რადიო “კომერსანტთან“ საუბარში დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვასილ მანაგაძემ განაცხადა, სასურველია შესაფასებლად სერიოზული თემა ჰქონდეს.
ღვინის ქართული კომპანია “ბადაგონი“ კი ჯუღელის მიერ გაკეთებული განცხადებებით გაოგნებული და გაბრაზებულიც კია. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიზა ბაგრატიონმა განაცხადა, ჯუღელის განცხადებები აბსურდია და სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. 
“სინამდვილეში კარგად გაკეთებული, ტექნოლოგიურად გამართული ქართული ღვინო ფრანგულ ღვინოებს არათუ ჩამოუვარდება, ზოგი თვისებებით სჯობნის კიდეც. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, 2009–2010 წლებში საექსპორტო ბაზრების რაოდენობას ვაორმაგებთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენი ღვინოები იტალიაში გერმანიასა და ინგლისში გავა, “ –აცხადებს ბაგრატიონი.
 
რადიო “კომერსანტი“

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული