Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ველეულას“ კონცეფცია - ინტერვიუ ნინო მღებრიშვილთან

 „ახალი ღვინის ფესტივალს“ თავისი ტრადიცია აქვს - ყოველთვის ქვევრის გახსნის ცერემონიით იწყება. ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინოა. 2021 წლის 27 ნოემბერს გამართული „ახალი ღვინის ფესტივალის“ ამ ტრადიციული ცერემონიისთვის „ველეულას“ ღვინო შეირჩა. მარნის კონცეფციის შესახებ ნინო მღებრიშვილი გვიყვება.

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, მოკლე ისტორია, დაფუძნება. რა გამოარჩევს მას სხვა მარნებისგან?

- „ველეულა შენი მარანი რაჭაში“ რაჭული ღვინოების სტარტაპია.  ოპერირება ნოემბერში დავიწყეთ და საკუთარი, განსხვავებული კონცეფცია ავირჩიეთ. ჩვენი ღვინოები 1.5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოვასხით და მომხმარებელს შეძენილ პროდუქციას ადგილზე ვაწვდით.  საკუთარი ვენახი და მარანი მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების საშუალებას გვაძლევს. ჩვენი კონცეფცია, ორმაგი ლიტრაჟის ბოთლები და პირდაპირ მარნიდან მომხმარებლამდე ღვინის მიტანა, ჩვენი პროდუქციის ხელმისაწვდომობას განაპირობებს.  

- რა მიგაჩნიათ თქვენი საქმიანობის მთავარ მიზნად?

- ხარისხიანი ღვინო დღეისათვის ნამდვილად ფუფუნებას წარმოადგენს.  ჩვენი მიზანია რაჭული ღვინოები უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ და შევაყვაროთ. გვინდა რომ მომხმარებელს ჩვენი ღვინო სახლში ყოველთვის ჰქონდეს.

- პირველად როდის მიიღეთ მონაწილეობა „ახალი ღვინის ფესტივალში“? რა შეიცვალა იმის შემდეგ?

- „ახალი ღვინის ფესტივალში“ 2021 წლის შემოდგომაზე მივიღეთ მონაწილეობა. ბაზარზე სულ რამდენიმე თვის გამოსულები ვიყავით, „ახალი ღვინის ფესტივალი“ ძალიან დაგვეხმარა ღვინის მოყვარულებისთვის ჩვენი თავი უკეთ გაგვეცნო. ფესტივალზე შეძენილი მომხმარებლები დღემდე ჩვენი პროდუქციის ერთგულნი რჩებიან.

- გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალის“ ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიისთვის ღვინის კლუბმა თქვენი ღვინო შეარჩია, მოგვიყევით ამის შესახებ.

-  რაჭაში, ჩვენს ვენახებში, უსახელაური ექსპერიმენტის სახით გავაშენეთ, ვენახს შვილივით ვუვლიდით და ღვინოც საოცარი გამოგვივიდა; ფესტივალის ქვევრის გახსნის ტრადიციულ ცერემონიაში ჩვენი უსახელაურით მონაწილეობა ბრენდისთვის დიდი წარმატება იყო.

- რომელია თქვენთვის გამორჩეული ქართული ვაზის ჯიში (ჯიშები), რომლისგანაც თქვენ ღვინოს აყენებთ? რით არის გამორჩეული?

- ალექსანდროული რაჭის მთავარი ვაზის ჯიშია.  რაჭაში სწორედ ისაა ყველაზე მეტად გავრცელებული და ხვანჭკარას ბუნებრივ ნახევრად ტკბილ და სასიამოვნო არომატს აძლევს, ამიტომ მიმაჩნია გამორჩეულად.

- როგორ ხედავთ თქვენი საქმიანობის სამომავლო განვითარებას და რა გეგმები გაქვთ?  

- სამომავლოდ  ღვინის ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ, რათა ჩვენს მომხმარებელს უფრო მეტი საინტერესო ღვინო შევთავაზოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! კარგი დასაწყისია და სულ ერთმანეთზე უკეთესი ღვინოები დაყენებულიყოს თქვენს მარანში!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული