Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ბუმი ჰონგკონგში

ჰონგკონგში გამართულ აუქციონზე Romanee-Conti -ის 2005 წლის წითელი ბურგუნდიული ღვინის 12 ბოთლი 1,8 მილიონ ჰონგკონგურ დოლარად გაიყიდა. აუქციონის სახლ Sotheby’s -ის მიერ ჰონგკონგში მოწყობილ აუქციონზე ორი დღის განმავლობაში საერთო ჯამში 107 მილიონი ჰონგკონგური დოლარის ღირებულების ლოტები გაიყიდა, რაც 13,8 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტია. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, აღმოსავლელი მყიდველები განსაკუთრებით აქტიურობდნენ ფრანგული ღვინის შეძენისას. ამასვე ადასტურებს აუქციონის სახლის ღვინის პროგრამის მმართველი აზიაში რობერტ სლაი. ,,აზიელი მყიდველები ღვინის ბაზრის წამყვან მოთამაშეებად იქცნენ და კიდევ უფრო იფართოვებენ ჰორიზონტს. ბოლო ორი წლის განმავლობში ჩვენ 6 ათასზე მეტი ლოტი გავყიდეთ, ასეთი რამ ადრე არასოდეს მომხდარა“,- განაცხადა მან.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული