Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

PDO და PGI რეგულაციების რეფორმა დაიწყო

ევროკავშირის საკანონმდებლო რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა (PDO) და დაცული გეოგრაფიული აღნიშნვის (PGI) რეგულაციების რეფორმა დაიწყო. 

კერძოდ, შეიცვალა ხვანჭკარასა და წინანდლის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ინსტრუქციები. რაც შეეხება, დაცული გეოგრაფიული აღნიშნვის ღვინოებს, სააგენტომ შესაბამის უწყებებს უკვე გადაუგზავნა ცვლილებები საქპატენტის მიერ დაცული გეოგრაფიული აღნიშნვის ღვინოების - კახეთისა და ალაზნის ველის რეგისტრაციის შესახებ.

ინსტრუქციები აერთიანებს შემდეგ ინფორმაციას: ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშნვა, ღვინის ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, ღვინის დამზადების სპეციფიკური მეთოდები და შეზღუდვები, შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრები, ყურძნისა და ღვინის მაქსიმალური საჰექტარო გამოსავლიანობა, ვაზის ჯიში / ჯიშები, რომლისგანაც მზადდება ღვინო, კავშირი გეოგრაფიულ ადგილსა და ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს შორის, მაკონტროლებელი ორგანოს დასახელება. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.