Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Mouton Rothschild იარლიყების გალერეას ხსნის

წელს Chateau Mouton Rothschild-ში გაიხსნება გალერეა, სადაც სტუმრები არა ნახატების, არამედ ღვინის იარლიყების საუცხოო კოლექციას დაათვალიერებენ. მოძრავი ექსპოზიცია Mouton Rothschild: Paintings for the Labels ბინას სწორედ ამ გალერეაში დაიდებს. ახალი საგამოფენო სივრცე ივნისში გაიხსნება და ღვინის მუზეუმ Mouton Rothschild-ის ფარგლებში იფუნქციონირებს. თავდაპირველად საზოგადოებას ყველაზე ორიგინალურ იარლიყებს წარუდგენენ, რომლებიც ოდესღაც ბარონ ფილიპის შეკვეთით დამზადდა, დღეს კი ასეთივე იარლიყები ახლანდელი მფლობელის - ბარონესა ფილიპინ დე როტშილდის დაკვეთით კვლავ მზადდება. ბარონმა როტშილდმა საკუთარი ღვინისათვის იარლიყი პირველად 1924 წელს, დიზაინერ ჟან კარლუს შეუკვეთა. იარლიყი იმ დროისათვის მეტად კრეატიული გამოდგა, თუმცა 1945 წლამდე ამ ბრენდის ღვინისათვის ასეთი ორიგინალური შეფუთვა აღარ გამოუყენებიათ. 1945 წელს ფაშიზმის დამარცხების აღსანიშნავად როტშილდმა ახალი იარლიყი შეუკვეთა, რომელსაც ასო V – Victory ამშვენებდა. ამ ახალი შედევრის შექმნა ბარონმა ცნობილ ფრანგ მხატვარს, ფილიპ ჟულიანს მიანდო. ამ წლის შემდეგ არ დარჩენილა არც ერთი ცნობილი თუ მოყვარული მხატვარი, რომელსაც როტშილდის ღვინისათვის იარლიყის დასამზადებლად შეკვეთა არ მიეღოს. სხვადასხვა დროს ამ ცნობილი ღვინის იარლიყებს ქმნიდნენ: მარკ შაგალი, ენდი უორჰოლი, ჟან კოკტო, ლუსიენ ფროიდი, სალვადორ დალი, ჯეფ კუნსი, ილია კაბაკოვი და თვით პრინცი ჩარლზიც კი, რომელიც მხატვრობით არის გატაცებული. იარლიყების ავტორებს საფასურს ნატურით უნაზღაურებდნენ – თითოეულს Mouton Rothschild-ის 10 კეის ღვინოს  აძლევდნენ (ხუთს – იმ წლის ვინტაჟისა და ხუთსაც სხვა წლის მოსავლის). 

“ესკიზები, რომლის მიხედვითაც ღვინის იარლიყები შეიქმნა დაწყებული 1924 წლიდან დღემდე, გალერეაში ერთად გამოიფინება. ექსპოზიცია ძირითადად შატო Mouton-ში იქნება წარმოდგენილი, თუმცა დროდადრო სხვა ქალაქებშიც გავიტანთ ხოლმე,” - განაცხადა ბარონესა ფილიპენმა. შეგახსენებთ, რომ მოძრავი გამოფენა Mouton Rothschild: Paintings for the Labels1981 წლიდან მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ლონდონის, მოსკოვის, პეტერბურგისა და სხვა მრავალი ქალაქის გალერეებში იყო გამოფენილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.