გამოქვეყნებულია: 20 ოქტომბერი, 2015 - 00:56
რთველი კახეთში დასასრულს მიუახლოვდა. ამასთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს, სამშაბათს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში, საქართველოს ღვინის კლუბის "ღვინის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ქეთო ნინიძე და ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია წარმოგიდგენთ კახეთში წლევანდელი რთვლის საერთო შეჯამებას – ციფრები, ტენდენციები, გამოწვევები, სიახლეები, ხარისხი.
დასაწყისი 19:00 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია.
თქვენი კომენტარი