Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Hennessy-ს სარეკლამო პოლიტიკა

ექსპერტთა მონაცემებით, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Hennessy მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში რეკლამაზე  წელიწადში დაახლოებით ათ მილიონ დოლარს ხარჯავს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ფლაგმანი ბრენდის LVMH Moet Hennessy Louis Vuitton, Hennessy –ს გასაპიარებლად ცნობილი სააგენტო - Droga 5 შეარჩია. ლუქს კლასის ალკოჰოლური სასმლის რეკლამირების უფლებისთვის ისეთი სახელგანთქმული კომპანიები იბრძოდნენ, როგორებიცაა: McCann Erickson, Euro RSCG, Kirshenbaum Bond Senecal Partners.

Droga 5,რომლის მთავარი ოფისიც ნიუ-იორკშია განლაგებული, დამოუკიდებელი სააგენტოა. ის 2006 წელს ჩამოაყალიბა დევიდ დროგამ. არსებობის ამ მოკლე ხნის განმავლობაში კომპანიამ უკვე შეძლო და რეკლამისა და კომუნიკაციების  ახალი მიმართულების ლიდერის სახელი დაიმკვიდრა. კომპანიას ოფისები აქვს აგრეთვე სიდნეისა და ახალ ზელანდიაში. Droga 5 სარეკლამო ბაზარზე მომსახურებას უწევდა მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Puma, Unicef,  Activision (Guitar Hero).

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული