Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Glenfiddich-მა ახალი საკოლექციო ვისკი გამოუშვა

ვისკის ცნობილმა შოტლანდიურმა მწარმოებელმა Glenfiddich-მა ბაზარზე 40 წლიანი ვისკის საკოლექციო, ლიმიტირებული პარტია გამოიტანა. ფირმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ვისკის მხოლოდ 600 ბოთლი გაიყიდება და თითოეული ეგზემპლარი 2600 დოლარი ეღირება. საგულისხმოა, რომ ამ კომპანიის ლიმიტირებული კოლექციები ყოველთვის მაღალი ფასითა და ძვირფასი შეფუთვით გამოირჩევა. ყოველ ბოთლზე დატანილია ნომერი და ხელმოწერა, ბოთლები ცვილითაა დაბეჭდილი და სპილენძის ნიშნით დამშვენებული, ჩასადები ყუთი კი ხბოს ტყავითაა გაწყობილი და პაწაწინა ბოქლომით იკეტება. ამასთან ერთად, ყუთში ვისკის ნამდვილობის დამადასტურებელი სერთიფიკატი დევს, რომელსაც კომპანია William Grant & Sons-ის ხელმძღვანელის, პიტერ გორდონისა და კუპაჟის ოთხი მთავარი სპეციალისტის ხელმოწერა ამშვენებს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.