Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში

2018 წლის 1 იანვრიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შედის ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთში გაგზავნილი ქართული ღვინოები საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდებიან.

ბრიტანული გამოცემა The Drinks Business წერს, რომ ჩინეთის ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს სიახლე 28 ნოემბერს "One Belt, One Road" ფორუმზე გამოაცხადეს, რომელსაც  ჩინეთის ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი ესწრებოდნენ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიხედვით, ქართული ცქრიალა და წყნარი ღვინოების (21 კონტეინერზე ნაკლები) 14 % დან ნულზე ჩამოვა, მომავალი წლის პირველივე დღიდან. ასევე, წყნარი ღვინოებისთვის (21 კონტეინერზე მეტი), ტარიფი 20% დან ნულამდე ჩამოვა.

საბაჟოს ფასების შემცირება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდას ჩინეთში, რომელიც უკვე გახდა მნიშვნელოვანი საექსპორტო ღვინის ბაზარი. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით, ჩინეთში 3.55 მილიონი ლიტრი ღვინო იქნა იმპორტირებული. ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტისა და ექსპორტის ასოციაციის მონაცემებით, საქართველო ჩინეთში ბოთლის ღვინის მე-12 უდიდესი მომწოდებელია.

ღვინოსთან ერთად, საქართველოში წარმოებული სხვა სასმელიც გათავისუფლდება მომავალი წლიდან საბაჟო გადასახადისგან.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები 2015 წელს დაიწყო და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი ოფიციალურად 2017 წლის მაისში მოაწერეს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული